თამარ ჟვანია: მეღიმება - ზურაბ ტყემალაძემ ხვალ შეიძლება ისიც თქვას, რომ ობამამ დამირეკა
12-09-2016, 08:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ედპ-ს” და ”მრეწველებისთვის” საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

 


ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნულ პარტიებს პარტიული სია დაადგენილ ვადებში  არ წარმოუდგენიათ. 

 

 

"კანონის დადგენილ ვადებში უნდა წარმოდგენილიყო პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო სია და თანდართული დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ”მრეწველების”, არამედ ”ედპ”-ს შემთხვევაშიც არ იყო წარმოდგენილი პარტიული სია, რაც გახდა გადაწყვეტილების საფუძველი. ეს არის აბსოლუტურად კანონიერი საფუძველი. კანონი პირდაპირ ამბობს - საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება, თუ პარტიული სია არ იქნება წარმოდგენილი. გადავამოწმე, მე თავად ვიყავი კანცელარიაში, სადაც დავრწმუნდი, რომ პარტიული სია არ იყო წარმოდგენილი იმ დროისთვის, რასაც კანონი ადგენს. ამ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გავაკეთეთ, რათა ვინმეს კითხვები არავის დარჩენოდა. დამატებით გამოვიკითხეთ და მოვიკვლიეთ ყველა საკითხი, რამე ხომ არ იყო ხარვეზი, მაგრამ რაიმე ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. დღეის მდგომარეობითაც, საარჩევნო ადმინისტრაციაში სია არ არის რეგისტრირებული.

 

 

როგორ შეიძლება, რომ ისეთი გამოცდილი პარტია, როგორიც არის ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, არ ყოფილიყო ინფორმირებული? ეს ყოველთვის ასე იყო. ეს არ არის პირველი არჩევნები, რომ ვადებთან დაკავშირებით რაიმე შეცვლილიყო. ყველა რეგისტრირებულ პარტიას, ყველა რეგისტრირებულ ბლოკს, ჰქონდა ინფორმაცია საბუთების, დოკუმენტაციის და პარტიული სიის წარმოდგენის შესახებ. ძალიან მიჭირს იმაზე საუბარი, რაში იყო პრობლემა და რაში იყო შეცდომა, ეს პარტიის შიგნით უკეთესაც ეცოდინებათ”, - განაცხადა ჟვანიამ.

 

 

ჟვანია გამოეხმაურა ზურაბ ტყემალაძის განცხადებას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც NDI და IRI დაუკავშირდნენ და ამის შესახებ ჟვანიამ თავად უთხრა.

 

 

”მსგავსი რამ ბატონი ზურასთვის ნამდვილად არ მითქვამს, რომ NDI-მ ან IRI-მ საერთოდ დამირეკა ”თოფაძე-მრეწველების” საკითხთან დაკავშირებით. ამაზე მეღიმება კიდეც კომენტარის გაკეთება. ამ ორგანიზაციებს არ დაურეკავთ და არ დაინტერესებულან ამ კონკრეტული საკითხით. ზოგადად, დამკვირვებლები ყველა საკითხით ინტერესდებიან, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. ბატონი ზურა საუბრობდა, რომ მე ამერიკის ელჩმაც დამირეკა და ამაზეც მეღიმება. შესაძლოა ბატონმა ზურამ ხვალ ისიც თქვას, რომ ობამამ დამირეკა”, - აღნიშნა ჟვანიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი