ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშს: განათლება შენსავით ხოფას და რიზეს ბაზრობაზე არ მაქვს მიღებული და ცოტას ჩამოგრჩები
12-09-2016, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის გაზეთ "კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება.

 


”ეჰ ჩემო ქიბარ, მეგონა კონტრაქტზე და იურიდიულ მხარეზე რაიმე უფრო სერიოზულს იტყოდი, მაგრამ მესმის, რომ რთულ მდგომარეობაში ხარ და სათქმელი არაფერი გაქვს. რაც შეეხება ადამიანობას და პატრიოტიზმს, ხომ იცი მაგ საკითხებში განათლება შენსავით ხოფას და რიზეს ბაზრობაზე არ მაქვს მიღებული და ცოტას ჩამოგრჩები”, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

 

ირაკლი ოქრუაშვილს არაფერი გამოუვა, კარგად გვახსოვს მის მიერ სატელევიზიო ეთერში აფრიალებული დოკუმენტები ოპონენტების წინააღმდეგ - ცდილობდა, ხალხი ამ მეთოდით შეეშინებინა - მისი დოკუმენტების ფრიალი უკვე ტრაგიკომედიას ემსგავსება, - აღნიშნული განცხადება ბიზნესმენმა, ქიბარ ხალვაშმა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას გააკეთა.    

 

 

ხალვაშის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს ბოლოს 2010 წელს მიუნხენში შემთხვევით შეხვდა და ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათი პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება.    

 

 

”ერთმანეთს ცივად დავშორდით, ტელევიზიაზე კი არც გვისაუბრია. მხოლოდ იხუმრა, ”რუსთავი 2”-ზე რა გავაკეთოთო და ასეთივე ირონიული პასუხი მიიღო.    

 

 

ოქრუაშვილმა ჯერ ვერ ისწავლა, რომ სამხრეებზე არსებული ვარსკვლავებით ადამიანობა და პატრიოტიზმი არ ისწავლება. მით უმეტეს, როდესაც სააკაშვილის მმართველობის დროს დარიგებულ გენერლის წოდებებზეა ლაპარაკი. რაც შეეხება ”პასტაპუსტობას”, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, თუმცა, ოქრუაშვილის მხედართმთავრობა მეხვეწებოდა, ჩვენი თანაგუნდელი გახდიო. ღმერთს მადლობა, რომ ამ ცდუნებას გადამარჩინა.    

 

 

ოქრუაშვილთან კონფლიქტი არასოდეს მქონია, უბრალოდ ვცდილობდი, ჩემი განსხვავებული ხედვების გამო, მისგან მაქსიმალურად დისტანცირებული ვყოფილიყავი.     მასთან მეგობრობა ბევრ ქართულ ოჯახს ტრაგედიად ექცა - უმადური არა ვარ და ოქრუაშვილს მადლობას გადავუხდი საზოგადოების ინფორმირებისთვის. დიახ, მეგობრები აღარ ვართ, რისი თქმაც ადამინაურად ძალიან მიჭირდა.    

 

 

რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ორი პასუხი მაქვს: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო და ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის”, -განაცხადა ქიბარ ხლავაშმა.    

 

 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დოკუმენტი გაავრცელა, სადაც საუბარია რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”, რომელთან დაკავშირებითაც დავა ისევ მიმდინარეობს,  ქიბარ ხალვაშს არასოდეს ეკუთვნოდა. თავის მხრივ, ხალვაში აცხადებს, რომ ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი გაყალბებულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი