დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სრულად რეაბილიტირდება სასახლის სახურავი, სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთი აივნები და გადაიხურება პატარა მარანი. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
დღეს ერისთავების სასახლე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა მოინახულეს.
დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი 1958 წელს დაარსდა. იგი განთავსებულია XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ერისთავების მიერ აშენებულ მემორიალურ სახლში. მუზეუმში დაცულია დავით და გიორგი ერისთავების მემორიალური კოლექციები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფოტომასალები და დოკუმენტური მასალები. შენობა სამსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით. შედგება სწორი კუთხით მიბჯენილი ორი ფრთისაგან. ორივე ფრთას ერთმანეთთან აკავშირებს აივანი, რომლებიც შენობის II და III სართულებს, ეზოს მხარეს მთელ სიგრძეზე გასდევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.