„თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.7% 315 მილიონ ლარად შეიძინა.
ამასთანავე, „თიბისი ბანკი“ აცხადებს, რომ შეიძენს სს „პროგრესბანკის“ აქტივების (საბაზრო ღირებულება 108 მილიონი ლარი) და დეპოზიტების (საბაზრო ღირებულებაა 108 მილიონი ლარი) შერჩეულ ნაწილს. „თიბისი ბანკისთვის“ ეს ტრანზაქცია წარმოადგენს საერთო აქტივების მხოლოდ 1.6 %-ს.
ბანკის პრესსამსახურის ცნობით, გარიგებით „თიბისი ბანკი“ ბაზარზე დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით #1 ბანკი ხდება.
„თიბისი ჯგუფმა” და ფრანგულმა „სოსიეტე ჟენერალმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც „თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.7% 315 მილიონ ლარად შეიძინა.
ეს ტრანზაქცია უდიდესია ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე.
„ბანკი რესპუბლიკის“ შეძენა სრულად შეესაბამება „თიბისი ბანკის“ სტრატეგიას და იძლევა უდიდეს შესაძლებლობას მნიშველოვანი სინერგისთვის ვინაიდან „ბანკი რესპუბლიკა“ არის მყარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიდერი ბანკების ხუთეულში შედის და განსაკუთრებულ აქცენტს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე აკეთებს. მისი ამონაგები კაპიტალზე 2013 წლიდან ყოველ წელს შეადგენდა 18%- ს, ხოლო 2015 წელს - 21 %-ს.
„თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.7 % („სოსიეტე ჟენერალის“ 100 %-იანი წილი) 315 მილიონ ლარად გამოისყიდა. ამ თანხის 70 % გადახდილი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 30% „თიბისი ბანკის” ახლად გამოშვებული აქციებით. შედეგად, ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ხდება „თიბისი ბანკის“ აქციების 5.4% - ის მფლობელი.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
რაც შეეხება „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების დარჩენილ 6.27 %-ს, რომელიც „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ ეკუთვნის, „თიბისის“ უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ამ აქციების გამოსყიდვაზე.
შერწყმის შედეგად, შერწყმის შედეგად, „თიბისი ბანკი“ ხდება #1 ბანკი საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით; „თიბისი ბანკის“ ბაზრის წილი მთლიან სესხებში იზრდება 7.3% -ით და აღწევს 35.7 %-ს, ხოლო დეპოზიტებში იზრდება 5.3 %-ით და შეადგენს 34.5 %-ს; „თიბისი ბანკის“ პოზიციები ყველა საოპერაციო სეგმენტში ძლიერდება, განსაკუთრებით კი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით; კლიენტების რაოდენობა მიუახლოვდება 2 მილიონს; კიდევ უფრო გაფართოვდება „თიბისი ბანკის“ მომსახურების ქსელი; მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილიალების რაოდენობა გაიზრდება 170-მდე, ხოლო ბანკომატების - 517-მდე; „თიბისი ბანკი“ ძლიერდება მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც საბანკო საქმიანობაში დიდი გამოცდილება და მომხმარებელთან ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკა აქვთ“,-ნათქვამია „თიბისი ბანკის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.