შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ DN-1000მმ „ყაზახ-საგურამოს“ მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
საქართველოს ენერგეტიკული პლატფორმის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა მცხეთის ჯვრის (კოდის წყარო) ახლადაშენებული მონაკვეთის შეჭრა მაგისტრალურ გაზსადენში და ერთი DN-1000მმ ამორტიზებული სახაზო ონკანის შეცვლა.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყო და დღეს 12 სექტემბერს დასრულდება. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ტრანზიტი შეწყვეტილია.
„ყაზახი-საგურამოს“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოების ივლისის თვეშიც ჩატარდა, მაშინ სომხეთს ტრანზიტული გაზის მიწოდება 10 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში შეუწყდა.
საქართველო სომხეთს რუსული გაზი საქართველოს ტერიტორიაზე გავლით, ტრანზიტით მიეწოდება, ამისათვის ქვეყანა გატარებული ბუნებრივი გაზის10 პროცენტს იღებს“,-ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკული პლატფორმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.