დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ მან ეს მართლაც თქვა - აუხსნელ განცხადებებს აკეთებს ხოლმე
12-09-2016, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ თანდათან უფრო მიჭირს ბატონი ბიძინას განცხადებების და პოზიციების გააზრება, რადგან დღითიდღე მეტ წინააღმდეგობებს ვხედავ მის საუბრებში", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას "რესპუბლიკელებთან" დაკავშირებით.

 

 

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ბოლო ხანებში ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, რასაც ხსნის იმით, რომ "ერთი მხრივ, ცდილობს, იყოს ზეპარტიული ობიექტური ანალიტიკოსი ყველაფრის და ყველასი, მეორე მხრივ, იყოს ერთი კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი".

 


"მე არა მგონია, რომ ეს ბატონი ბიძინას ბრალია. მგონია, რომ ეს იმ გზის ბრალია, რომელიც მან აირჩია. იგი ცდილობს ზეპარტიული პოზიციებიდან ერთ კონკრეტულ პარტიას დაუჭიროს მხარი. ერთი მხრივ, ცდილობს, იყოს ზეპარტიული ობიექტური ანალიტიკოსი ყველაფრის და ყველასი, მეორე მხრივ, იყოს ერთი კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი.

 

 

და სწორედ ეს არასწორი გზა განაპირობებს იმას, რომ ბატონი ბიძინა, ბოლო ხანებში, ხშირად ურთირთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.

 


რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში 4 წელი არაფერი გამიკეთებია, ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ბატონმა ბიძინამ მართლაც თქვა.

 


იმის თაობაზე, თუ ვინ რას აკეთებდა, ვინ თითს თითზე აკარებდა, ვინ არაფერს აკეთებდა, ვინ ითხოვდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ შორის, პრეზიდენტთან დაკავშირებით და ყველა სხვა საკითხებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვწუხვარ, ეს არ არის კარგი, ეს არის ცუდი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის, როდესაც მისი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და პოლიტიკური ლიდერი, ბატონი ბიძინა, აი ამ ორი საქმის ერთდროულად კეთების მცდელობაში, ასეთ აუხსნელ განცხადებებს აკეთებს ხოლმე.

 


შეუძლებელია თან იყო ზეპარტიული, ობიექტური და ყველასთან ყველაფერის ობიექტურად შემფასებელი და თან იყო ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და მელაპარაკებოდე მის უალტერნატივობაზე, მის შეუცვლელობაზე და ა.შ.

 


აი ეს გზა არის არასწორი და მე ვისურვებდი, ბატონი ბიძინა ჩამოყალიბდეს: ან იყოს ზეპარტიული ობიექტური ექსპერტი, უსუფაშვილიც შეაფასოს და ნებისმიერი სხვაც, ან ბრძანოს, რომ არის ისეთივე მხარდამჭერი “ქართული ოცნების”, როგორც ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა.

 


ქართველ ხალხში, ბატონ ბიძინას სიტყვას, აქვს ძალიან დიდი ფასი, მე ეს ვიცი, მაგრამ, გაცილებით მეტი ფასი აქვს თითოეულ ჩვენგანში, საკუთარი თვალით ნანახს და საკუთარი ყურით გაგონილს. ამიტომ, ახლა იმის მცდელობა, ხალხს ავუხსნათ ის, რომ პარლამენტში უსუფაშვილი და რესპუბლიკელები იყვნენ ნაკლებად პარლამენტარი, ნაკლებად მუშა, ნაკლებად ეფექტური და ქართული ოცნების ” წარმომადგენლები იყვნენ მეტად საქმიანი, მეტად ეფექტური და მეტად ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, ამას ნამდვილად ვერ დაიჯერებს ის ხალხი, ვინც 4 წელი აკვირდებოდა პარლამენტის საქმიანობას", - აცხადებს უსუფაშვილი.

 

 

ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ქუთაისში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელია დავით უსუფაშვილი  და აღნიშნა, რომ ბევრი რამ იყო შესაცვლელი, მათ შორის პრეზიდენტის შესახებ, მაგრამ მისი თქმით, „თითი თითზე არ დაუდვიათ იმ კომისიაში“.

 

 

„სამეგრელოში, როდესაც ვახასიათებდი „რესპუბლიკელებს“, რაც გამომრჩა, შევახსენებ მათ, მაშინ საწყენად მიიღეს, ვხედავ როგორ ცოტა ზედმეტ ემოციურად გამოსვლებსაც ახერხებენ. აბა გაიხსენოს უსუფაშვილმა და „რესპუბლიკელებმა“ მთლიანად, გარდა იმისა, რომ ის პარლამენტის სპიკერი გახლდათ, ახლაც არის, როდესაც შემეკითხა, რომ საკონსტიტუციო კომისია ყალიბდება და ჩემს თავმჯდომარეობაზე რას იტყვიო, - არც კი მიფიქრია, რომ სხვა კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო. ისეთი წარმოდგენა მქონდა მასზე, რომ სწორედ მას უნდა ეხელმძღვანელა ამ კომისიისთვის. 4 წელიწადია, ამ კომისიის თავმჯდომარეა უსუფაშვილი. იქვე შედის ხმალაძეც, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც კარგ იურისტს. თითი თითზე არ დაუდვიათ იმ კომისიაში. ბევრი რამ იყო შესაცვლელი, მათ შორის პრეზიდენტის შესახებ. კოალიციაში შეთანხმებული ვიყავით და „რესპუბლიკელებთანაც“ რამდენჯერმე გვქონდა საუბარი, რომ საერთო, საჯაროდ არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, რომელსაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს.

 

 

ასეთი შეკვეცილი უფლებებით პრეზიდენტის არჩევა დაბნეულობას იწვევს და თავად გიორგი მარგველაშვილიც დაბნეულია. შეთანხმებული ვიყავით, რომ ეს უნდა შეცვლილიყო. ადრე ვუსაყვედურე „რესპუბლიკელებს“, თუ რატომ „გაუპრავეს“ მარგველაშვილს სააკაშვილის სასახლეში შესვლა. პირველი გადახტა უსუფაშვილი და „გაუპრავა“. სხვა კანონებიც, რომელიც კონსტიტუციაშია დასახვეწი, არ გააკეთეს, მათ იმიჯს არ მოუხდებოდა. საპარლამენტო რესპუბლიკელების კონსტიტუციების მიხედვით პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი, ასე უნდა ყოფილიყო, რამეთუ ეს აბნევს ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც, ნახეთ, როგორი დაბნეულია ეს კაცი. ეს არ მოუხდებოდა „რესპუბლიკური პარტიის“ იმიჯს, რადგან ისინი ეთამაშებოდნენ მარგველაშვილს. „რესპუბლიკელებმა“ გაითავისონ, რომ არ შეიძლება საკუთარ პარტიას გადაახარჯო ქვეყნის ინტერესები. ეს მქონდა მხედველობაში როცა ვთქვი, რომ სადაც იწყება „რესპუბლიკური პარტია“, იქ მთავრდება ქვეყნის ინტერესები-თქო. თუმცა ამ პარტიას აქვს თავისი დამსახურებები, მაგრამ სწორედ ამან არ მომცა საშუალება მათთვისაც დამეჭირა მხარი თუ ჩემი მხარდაჭერა რამეს ნიშნავს. საუბედუროდ, არც „რესპუბლიკური პარტია“ და არც „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ ალტერნატივა არ არის“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

გარდა ამისა, ყოფილმა პრემიერმა „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა, „ახალ უბედურებას არ გადაეყარონ“.

 

 

„რესპუბლიკელები“ ახლა ნათელმხილველობენ. მე მგონი ცდილობენ, რომ მე ოპონენტად გამომიყენონ. ალბათ ახლა ამაზე განცხადება უნდა დაწერო და სასამართლოში შეიტანო, მაგრამ მე ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი. კარგი იქნება თუ ”რესპუბლიკელები” ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან და ნათელმხილველობას არ გაჰყვებიან. არავითარი საფუძველი და დოკუმენტები არ გააჩნიათ ამის. ოდესღაც უსუფაშვილმა თქვა, გაჩერდეს, თორემ მეც ავლაპარაკდებიო, იქნება ეს აქვს მხედველობაში. ოდესღაც უსუფაშვილი, რომელიც ძალიან ახლო მეგობარია კუბლაშვილის, ჩემთან ორჯერ თუ სამჯერ მოვიდა და მითხრა რომ კუბლაშვილს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოსვლა უნდაო. ძალიან კარგია მეთქი, რაც შეიძლება მხარს დავუჭერ თქო, მეტი რა უნდა მეთქვა და დავუჭირე კიდეც. განცხადებაც გავაკეთე და ლამის ვაჟკაცობად ჩავუთვალე კიდეც - მოახერხა გვიან მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, მართლა ასე მეგონა თავის დროზე. იქნებ, ესეთი ტიპის საიდუმლოებები აქვს უსუფაშვილს.

 

 

საერთოდ კაცი, რომ ამბობს სათქმელი მაქვსო და არ ვამბობო შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ თავს პირველ რიგში. ძალიან ვთხოვდი გამოფინოს თუ რამე აქვს სათქმელი.  არ მაქვს მსგავსი არაფერი „ინსაიდს“ რასაც ეძახიან და რაღაც სკილეტი იციან კიდე შკაფშიო თუ რაღაც, მოსვლის პირველი დღიდან მოყოლებული ამას ეძებენ „ნაციონალები“. რასაც ვაკეთებ შიგნით მე გარეთ გამოსვლის არასდროს მეშინია“,-განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კითხვაზე, აქვს თუ არა პირადი წყენა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, ყოფილმა პრემიერმა უპსუხა, რომ - არა.



”ღმერთმა დამიფაროს პირადი წყენა მქონდეს, ისე დაპატარავდნენ, პატარა კაცები გახდნენ, რომ ასეთ რამეებზე მიანიშნებენ. მოვუწოდებდი, ღირსებას ნუ დაკარგავენ. გამოვიდეს და თქვას”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი