„დღეს, როგორც არასდროს იგრძნობა მამულის, ენის და სარწმუნოების ერთობის მნიშვნელობა და ყველანი ჩვენ შევიგრძნობთ ამ ერთობას“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ.
პრემიერის თქმით, დღეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე და ილია მართლის დაბადების დღეა.
„დღეს სცადეს ილიას მოკვლა, სცადეს საქართველოს მოკვლა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ ილიამ მოასწრო ყველაფრის თქმა, რაც უნდა ეთქვა ქართველი ერისთვის“,- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს დღე აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს საქართველოში, რათა ყველამ გაიგოს, თუ ვინ იყო ილია და რას ქადაგებდა ის.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია მისი მოძღვრება.
„გილოცავთ ილია მართლის დაბადების დღეს. ეს დიდი დღეა და მოხარული არ, რომ აღინიშნება“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ილია ასევე ქადაგებდა განათლებას და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს საფუძველი ჩაეყარა გრანდიოზული პროექტის-საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას.
„ეს არის რეგიონში უნიკალური, უპრეცედენტო საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულება - ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც 60 ათას სტუდენტზეა გათვლილი და რომელიც საქართველოსთვის მომავლის განათლების კერა გახდება. მე მოხარული ვარ და მინდა, მივულოცო ყველა ქართველს ეს უდიდესი დღე. ბევრი სიხარული გვაქვს და ამ სიხარულს გილოცავთ ყველას“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.