ჟურნალისტ ეკა დუგლაძის განცხადებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უშიშროების კადრები გამგეობის მაღალი თანამდებობის პირებს დავალებებს აძლევენ და მათ მიერ წყდება ზესტაფონის გამგეობის საკადრო საკითხებიც. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში წამყვან თანამდებობებზე წინა ხელისუფლების კადრები დაბრუნდნენ და ამის უმარავი მაგალითი არსებობს, ამ პროცესში კი აქტიურად, ვეფხვია იჩქიტიძე მონაწილეობს. "ისინი ადმინსტრაციის სამსახურის კაბინეტში არიან, არ გადიან კაბინეტიდან, ჩემი სამსახური იყო, ჩემს დროს ვერ შემოდიოდნენ, დისკომფორტს ვუქმნიდი და ამიტომ, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი", აღნიშნა ეკა დუგლაძემ.
ჟურნალისტმა აღნიშნული საკითხის თაობაზე იმერეთში რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დროს ისაუბრა და ყოფილ პრემიერ მინისტრს ამის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა.
ივანიშვილის განცხადებით, თუ დღეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს აქვთ იმის პრეტენზია, რომ "გამგებელსა და გუბერნატორს მიუთითონ, ეს კატასტროფაა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია".
"რთული მოსასმენია, გასაგებია, აბა მე შევეცდები რამე გიპასუხოთ. რთული მოსასმენია, მესმის საზოგადოების და თქვენი... დამოკიდებულება ჩემი, რომ რასაც ამბობთ, ამ ბოლოს ადამიანები შედიან ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობასთან, კაბინეტებში არიან, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ამისთვის არ მოვსულვართ ჩვენ აქ, რომ უშიშროებამ მართოს ქვეყანა, თუ ეს მაგალითი ესეთია და მართლა ესეა ზესტაფონში, რა თქმა უნდა ეს სამწუხაროა და ამაზე გარდა კრიტიკულისა, არანაირი პოზიცია არ შეიძლება რომ გამაჩნდეს და არც გამაჩნია. ზოგადად გეტყვით მე სამსახურზე უშიშროების, რომ მას ხელმძღვანელობს გომელაური, რომელიც არის აბსოლუტურად მოწესრიგებული კაცი და აბსოლუტურად სწორი ხელწერით ცდილობს, რომ მართოს ქვეყანა, უშიშროების სამსახური და არ გადააქციოს მსგავსად, რაც ჩვენ ვიხილეთ. თუ რეგიონებში ესეთი რამ ხდება, მასაც ესმის ეს ალბათ და რეაქციას გააკეთებს. და ის რომ უშიშროება კარნახობს ადმინისტრაციის უფროსს ან გამგებელს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია... კატასტროფაა, თუ ისინი მოდიან და დღეს პრეტენზია აქვთ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს, რომ გამგებელსა და გუბერნატორს მიუთითონ, ეს კატასტროფაა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.