აკაკი ბობოხიძე ოპონენტებს: ბატონებო, გილოცავთ - თქვენ დაამარცხეთ არა "ნაციონალური მოძრაობა", თქვენ სამწუხაროდ, დაამარცხეთ ქართველი ხალხი
13-09-2016, 01:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დიახ, ბატონებო, გილოცავთ - თქვენ დაამარცხეთ არა "ნაციონალური მოძრაობა", თქვენ სამწუხაროდ დაამარცხეთ ქართველი ხალხი", - ასე უპასუხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, აკაკი ბობოხიძემ "ქართული ოცნებისა" და "რესპუბლიკური პარტიის" წევრების კრიტიკას "რუსთავის 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას.

 

 

ბობოხიძემ ოპონენტებს კოალიციის წევრობის დროს გაცემული შეუსრულებელი დაპირებები გაახსენა და მათზე პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვა.

 

 

„როგორც კი "ქართული ოცნების" კოალიციის წევრებს შეახსენებთ იმ დაპირებებს, რომელიც არ შესრულებულა, იმ წუთში აქვთ მზამზარეული პასუხი, რომ ეს კოალიცია შეიქმნა მხოლოდ ერთი მიზეზით რათა დაემარცხებინათ "ნაციონალური მოძრაობა". დიახ, ბატონებო გილოცავთ, თქვენ დაამარცხეთ არა "ნაციონალური მოძრაობა", არამედ სამწუხაროდ, დაამარცხეთ ქართველი ხალხი და დაამარცხეთ, მათ შორის, იპოთეკით დაზარალებული ადამიანები.

 

 

თქვენ ყველანი ერთად ამ ადამიანებს ჰპირდებოდით, რომ ექნებოდათ 3%-იანი მაქსიმუმ სესხები 10, 15 და 20-წლიანი და თქვენი ლიდერი ამბობდა, რომ ის თავისი ჯიბიდან დააფინანსებდა ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო თანხებს. ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლები ხართ სწორედ თქვენ. ერთადერთი რაც ამ ადამიანებს უშველის, არადა ამ ადამაიანებზე აუცილებლად უნდა იფიქროს სახელმწიფომ, იმიტომ რომ სახელმწიფო რომელიც შედგება უსახლკარო მოქალაქეებისგან, უბრალოდ ვერ იქნება შემდგარი სახელმწიფო. ამიტომ ამ პრობლემაზე გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ მოგვიწევს ფიქრი. ოღონდ ამაზე ფიქრო მოუწევს იმ ხელისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას. ერთ-ერთი გამოსავალი არის ის, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ, ეს ადამიანები წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის მოქალაქეები და რამენაირად შეძლონ სესხზე მომსახურება", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი