2015 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 2,8 %-ით, ხოლო 2016 წელს მოსალოდნელია, სულ მცირე, 3%-იანი ზრდა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
პრემიერის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ ნორმატიულ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს.
”ჩვენი ეკონომიკა დღესაც წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში, რომელიც განიცდის ეკონომიკურ დეპრესიას თუ არა, მნიშვნელოვან შეფერხებას: 2015 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 2,8 %-ით, ხოლო 2016 წელს მოსალოდნელია, სულ მცირე, 3%-იანი ზრდა. როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ ნორმატიულ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს. სწორედ ამიტომ მატულობს ყოველ წელს, ორმაგდება და ოთხმაგდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი საქართველოში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა უზრუნველყოფს მკაფიოდ გამოხატულ ევროპულ ხარისხს.
”ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ძალაში სრულად შესვლამდე ჩვენ დავიწყეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემუშავება, რომელიც დღეს უკვე დასასრულს უახლოვდება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მსგავსი შეთანხმებები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, თურქეთსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებთან. ჩვენ ასევე ვსარგებლობთ აშშ-სთან, იაპონიასა და კანადასთან ზოგადი პრეფერენციული რეჟიმით. მეორე მხრივ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მხარე, უზრუნველვყოფთ მკაფიოდ გამოხატულ ევროპულ ხარისხს. თავისი არჩევნის ბუნებიდან გამომდინარე, საქართველო არის უსაფრთხო და პროგნოზირებადი ქვეყანა, სადაც ბიზნესსაქმიანობის წარმართვა მარტივია.
ქვეყანაში მიმდინარეობს საგადასახადო სისტემის, კაპიტალის ბაზრის, განათლების, ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემის სფეროთა რეფორმები. ყოველივე ეს ხაზს უსვამს მთავრობის მიზანმიმართულობას თანამედროვე, განათლებული, ჯანმრთელი და ერთიანი საზოგადოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელიც მზად არის, დაიკავოს თავისი ადგილი გლობალურ ეკონომიკაში და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების არქიტექტურაში. მსოფლიო ბანკის თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივით საქართველო 24-ე ადგილზეა მსოფლიოში, მე-14 ევროპაში და პირველი რეგიონში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავარი მიზანი საქართველოს აყვავებულ სატრანზიტო ქვეყნად ქცევაა.
”ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გარდაქმნა აყვავებულ სატრანზიტო ქვეყანად, რომელიც წარმატებით იყენებს თავის მდებარეობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი. ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის შედეგად, სულ უფრო იზრდება საქართველოს მდებარეობის მნიშვნელობა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გულში. საქართველოს თავისუფალი სავაჭრო კავშირები აძლევს ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, იყოს წამყვანი რეგიონული დისტრიბუციის ცენტრი, სადაც არ მოქმედებს ტარიფები. სწორედ ამ თემებს მიეძღვნა შარშან ოქტომბერში თბილისში ჩატარებული აბრეშუმის გზის ფორუმი, რომლის თანაორგანიზატორი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის და რომელსაც დაესწრნენ 34 ქვეყნის წარმომადგენლები”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა საზღვაო სექტორში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე.
”ჩვენ ძირფესვიანად შევცვალეთ ჩვენი მეზღვაურების განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა. საქართველომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საზღვაო უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს აუდიტორული შემოწმება. ჩვენი საზღვაო ტონაჟი იზრდება მაღალი ხარისხის გემების ხარჯზე. სამომავლოდ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომელიც გულისხმობს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას პანამაქსის ტიპის გემებისთვის.
თავისუფალი საზღვაო ტრანსპორტირება არსებითია გლობალური კეთილდღეობისთვის, მაგრამ სუფთა გარემო, ზღვების ჩათვლით, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ და უზრუნველვყოთ საზღვაო-სატრანსპორტო სტრატეგიებში ჩვენი ზღვებისა და ოკეანეების დაცვის უმაღლესი სტანდარტები დაცვა. ამ ინდუსტრიის წინაშე საკმაოდ რთული არჩევანი დგას, მაგრამ ჩემი აზრით, რომელსაც, გამოვთქვამ იმედს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაც იზიარებს, მომავალი ეკუთვნის ე.წ. მწვანე, ანუ მდგრად საზღვაო ტრანსპორტს. აუცილებელია ემისიის კონტროლის უფრო მკაფიო სტრატეგიების, პორტების მენეჯმენტისა და გემების სათანადო უტილიზაციის უზრუნველყოფა. ამ მიზნების მისაღწევად კი აუცილებელია მნიშვნელოვანი ძალისხმევა თავად ინდუსტრიის მხრიდან, მარეგულირებლებთან, პორტების ადმინისტრაციებთან და საზოგადოებასთან, განსაკუთრებით კი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რომელიც წარმოადგენს საზღვაო ინდუსტრიის ერთადერთ მარეგულირებელ ორგანიზაციას”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.