გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ, როგორც რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში, ვამართლებთ ჩვენს რეპუტაციას
13-09-2016, 01:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს. მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს და დღეს, ჩვენი ხალხის დამსახურებით, საქართველო არის თანამედროვე, დინამიური და დემოკრატიული სახელმწიფო", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.



”ჩვენი გამოწვევა დღესაც არის სახელისუფლებო მომსახურების ინტეგრაციის გაუმჯობესების გზების პოვნა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ასევე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შეთანხმებული მოქმედებისა და ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო პრაქტიკის გამოყენების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ არის ასე სასიხარულო, რომ დღეს აქ შეიკრიბა ლიდერთა და პროფესიონალთა ასეთი შთამბეჭდავი ჯგუფი.

 

 

წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს. მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს და დღეს, ჩვენი ხალხის დამსახურებით, საქართველო არის თანამედროვე, დინამიური და დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ აღვადგინეთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და დღეს ვამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების დაფასებული და ანგარიშგასაწევი პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომლებიც სრულად ამოქმედდა ორი თვის წინ. გარდა ამისა, ღრმავდება ჩვენი ურთიერთობა ნატო-სთან. ჩვენ ვამართლებთ ჩვენს რეპუტაციას, როგორც რეგიონში წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი