საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიმდინარე წლის 13-14 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტად ეწვევა სტრასბურგს, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტში.
კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი შეხვდება ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტსა და სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებს, მათ შორის გაიმართება მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელთან, მარია გაბრიელთან.
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდება.
შეხვედრების მთავარი საკითხები იქნება საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და ევროპარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.