შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, კომენტარს ვერ გააკეთებს თუ რა ეტაპზეა გარდაცვლილი დემურ სტურუას საქმის გამოძიება, რადგან საქმის ძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
„მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა ეტაპზეა გამოძიება“,-განაცხადა მან.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გარდაცვლილი დემურ სტურუას ახლობლები ეჭვობენ, რომ ეჭვმიტანილ პოლიციელს ადგილობრივი პოლიცია მფარველობს, გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ შსს ვერც ერთ ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ვერ დააფარებს ხელს, სანამ ის შს მინისტრია.
„რაც შეეხება მფარველობას, აბსოლუტურად აბსურდია, სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ შსს ვერც ერთ ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ვერ დააფარებს ხელს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მინისტრმა ასევე თქვა, რომ ბრალდებულის დასაკავებლად შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
„ზოგს აკავებენ ერთ კვირაში, ზოგს ერთ თვეში, ზოგჯერ ძებნის ღონისძიება ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი მოვძებნოთ და ის წარდგეს გამოძიების და მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა მინისტრმა.
22 წლის დემურ სტურუამ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. პროკურატურამ, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა და მასზე ძებნა გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.