მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. ამის შესახებ რუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, "ეს აღარ არის ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე".
"ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა ვთქვა, მაგრამ მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას, რადგან ეს აღარ არის ბურჭულაძის მოძრაობა. ეს აღარ არის ალტერნატივა არც "ქართული ოცნების", არც "ნაციონალური მოძრაობის". ეს აღარ არის ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ეს არის ძალა, რომელსაც პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს",- განაცხადა რუხაძემ.
მისივე თქმით, თუ "სახელმწიფო ხალხისთვის" ბარიერს გადალახავს, ეს პოლიტიკური ძალა პარლამენტში "ქართული ოცნების" დამატება გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.