ქართულ პროდუქციას ეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი, 1.4-მილიარდიანი მომხმარებლის ბაზარი, - აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ჩინეთს შორის მიღწეული თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე კომენტირებისას გააკეთა.
„ჩინეთთან 7 თვეში, უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი. ეს არის 1.4 მილიარდიანი მომხმარებლის ბაზარი და გარდამავალი პერიოდის გარეშე ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო განაკვეთების გარეშე. წელს ჩვენ ველოდებოდით 2.5 მილიონი ბოთლის გაყიდვას ჩინეთის ბაზარზე. 8 თვის მონაცემებით, უკვე 3.5 მილიონი ბოთლია გაყიდული. ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში და ვფიქრობთ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და არა მხოლოდ ღვინის, ბევრი სხვა სასაქონლო დასახელების მიმართულებით. ამიტომ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვფიქრობთ, აბრეშუმის გზის განვითარებისთვის ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.