"ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვით პარლამენტში, დავით უსუფაშვილი რომ არ ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირი თქვენ ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით", - ასე მიმართა "ქართულ ოცნების" წარმომადგენლებს "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, თინა ხიდაშელმა.
"ჩვენ წინა ხაზზე ვინც ვიდექით ქვას რომ გვესროდნენ, "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები" ვიყავით პირველი პარტნიორები და დამფუძნებელი კოალიციის. ჩვენ აგვირჩია ხალხმა, ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩვენ ბრძოლაში როცა ვართ, იმ ბრძოლას ბოლომდე ვასრულებთ. 4 წელი პატიოსნად ვემსახურეთ ქართველ ხალხს, იქ სადაც გვქონდა მანდატი, შესაძლებლობა, მაგალითად თავდაცვის სამინისტროში, სადაც მე შემეძლო, რომ გამეტარებინა რეფორმები. თქვენ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვით პარლამენტში - დავით უსუფაშვილი რომ არ ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირი, თქვენ ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით, ეს იყო მისი მთავარი ფუნქცია...."- მიმართა თინა ხიდაშელმა ოპონენტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.