გიორგი მღებრიშვილი: ჩვენ დავასრულეთ ყველა ე.წ. კანონიერი ქურდის აღწერა
13-09-2016, 03:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შსს-მ დაასრულა ყველა ე.წ კანონიერი ქურდის აღწერა.

 

 

„ჩვენ დავასრულეთ ყველა ე.წ. კანონიერი ქურდის აღწერა, რომელიც ინტერპოლის მწვანე ცირკულარში განვათავსეთ“,-აღნიშნა შს მინისტრმა.

 

 

მისი თქმით, ეს ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობას აძლევს ამ ადამიანების მიმართ მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები.

 

 

ამის შესახებ მინისტრმა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ „მილენიუმის“ კონფერენციის ფარგლებში,  ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

„მილენიუმის“ კონფერენციაზე მღებრიშვილმა სტუმრებს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო.

 

 

როგორც მან ჟურნალსიტებთან საუბრისას აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი მასპინძლობს პროექტ „მილენიუმის“ შეკრებას.

 

 

„ჩვენ საკმაოდ დიდი წვლილი მიგვიძღვის ამ პროექტში. საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ნამ მიმართულებებით შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული ჩვენს პარტნიორ 26 ქვეყანასთან, საიდანაც 15 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ჩეხეთთან, საბერძნეთთან, დანიის და ბელგიის სამეფოებთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმებას. ჩვენი მეკავშირე ოფიცრები წარვგზავნეთ ევროპის 13 ქვეყანაში. ამან თავისი შედეგი გამოიღო“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი