ელენე ხოშტარია შს მინისტრს პასუხობს: ხელისუფლება თავად არის დაკავებული ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობით, ძალადობით, დევნით
13-09-2016, 03:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელენე ხოშტარია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებას ეხმაურება.

 

 

მღებრიშვილის განცხადებას, რომ გარკვეული პარტიები წინაასაარჩევნოდ და არჩვენების შემდეგაც გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავენ, ასე პასუხობს:

 


„ხელისუფლება თავად არის დაკავებული ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობით, ძალადობით, დევნით და ამ პირობებში ეს განცხადება ცინიკურად ჟღერს. შს მინისტრი არის უმნიშვნელივანესი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ამ ინსტიტუტის პოლიტიზირება არის სერიოზული პრობლემა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ამიტომ მის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ უფრო საგანგაშოა. შსს უნდა ზრუნავდეს საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებაზე და არა პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

 

 

არის ინფორმაციები, რომ რიგი პარტიები აპირებენ არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილი.

 

 

უწყების ხელმძღვანელმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ შსს  ამ მიმართულებით მობილიზებულია.    

 

 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს", - განაცხადა მღებრიშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი