დავით უსუფაშვილი "ქართულ ოცნებას": თუ ნაკლს ვერაფერს მიძებნით, მაშინ გამოდით და ასე თქვით, ბატონებო
13-09-2016, 03:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მე მინდა მივმართო ოპონენტებს, ამ შემთხვევაში ”ქართული ოცნების” ლიდერებს, ვიკამათოთ და ნუ გვექნება ყველაფერი აგებული სიცრუეზე და თუ სხვა ვერაფერს მიძებნით ნაკლს, მაშინ გამოდით და ასე თქვით ბატონებო”, - აცხადებს "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი.

 

 

უსუფაშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინ ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ივანიშვილის შეფასებას, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე უსუფაშვილს "თითი თითზე არ დაუდია", პარლამენტის თავმჯდომარე ასე პასუხობს:

 

 

”მე ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ იგი არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და თავად შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. ჩვენ, პოლიტიკოსებმა შეიძლება ბევრი რამ ვარგოთ ქვეყანას, მაგრამ შეიძლება ვავნოთ კიდეც და ქვეყნისთვის ვნების ყველაზე მოკლე გზაა, როცა ჩვენი სიტყვები უფასურდება. მე არ მინდა, რომ პოლიტიკოსების და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები უფასურდებოდეს იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხებოდა კონკრეტულად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მის მუშაობას, მისი მუშაობის პროცესში ჩემი რა „რესბუპლიკელების“ წვლილს. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითი თითზე არ დაგვიდია და თურმე ჩვენი ბრალია, რომ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა. მე ძნელად წარმომიდგენია, უფრო უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. მე მინდა მივმართო ოპონენტებს, ამ შემთხვევაში ”ქართული ოცნების” ლიდერებს, ვიკამათოთ და ნუ გვექნება ყველაფერი აგებული სიცრუეზე და თუ სხვა ვერაფერს მიძებნით ნაკლს, მაშინ გამოდით და ასე თქვით ბატონებო”, - აცხადებს უსუფაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი