საქართველოსა და მალტის რესპუბლიკას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო საქართველოსა და უკრაინის ნავსადგურებს შორის სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება.
ხელშეკრულებები ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“ მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მიმდინარეობის ფარგლებში გაფორმდა.
საქართველო-მალტას შორის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მალტას რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა, ჯო მიციმ, ხოლო საქართველო-უკრაინას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას დიმიტრი ქუმსიშვილმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვოლოდიმერ ომელიანიმ.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მალტასთან გაფორმებული შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ ჩვენს რეგისტრში რეგისტრირებული გემები და ასევე, მალტას რეგისტრში რეგისტრირებული გემები დაუბრკოლებლად შევლენ ორივე ქვეყნის პორტებში, მათ ექნებათ თანაბარი მომსახურებები და ტარიფები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომში რეესტრში გემების რეგისტრაციისა და ჩვენი რეესტრის განვითარებისთვის.
„მეორე შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ უკრაინასთან ეს არის საბორნე სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე ვალდებულებას ვიღებთ, მოვაწესრიგებთ სატარიფო პოლიტიკას და სატარიფო პოლიტიკა გახდება გაცილებით უფრო გამჭვირვალე. შესაბამისად, ტვირთმფლობელებს ექნებათ გაცილებით უფრო გამარტივებული პროცედურები იმისთვის, რომ მათ გადაზიდონ ტვირთი საბორნე სარკინიგზო გადაზიდვებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინული ტვირთების გადაადგილება შეზღუდულია რუსეთის ტერიტორიაზე და ტრანზიტული ტვირთები, რომლებიც მიდის უკრაინაში, და რომლებსაც უნდა გაევლო რუსეთზე ასევე არის შეზღუდული. სწორედ ეს არის ის შესაძლებლობა, რომელმაც კორიდორში უნდა გაზარდოს ტვირთბრუნვა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ხელშეკრულებების ხელმოწერას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.