დავით უსუფაშვილი: სირცხვილია ბატონო ბიძინა, ამის მთქმელს სხვას არაფერს დაგიჯერებს ქართველი ხალხი
13-09-2016, 04:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამაზე მეუბნებიან, რომ თითი თითზე არ დაგიკარებიაო და საკონსტიტუციო მუშაობა ჩავაგდე?, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილს „თითი თითზე არ დაუდია“.

 


სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ პირველ რიგში მას დე-ფაქტო ბოიკოტი გამოუცხადა ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, ხოლო ”ქართულმა ოცნებამ”, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო საკითხები გვერდზე გადადო, - აცხადებს უსუფაშვილი.

 

 

მისი განმარტებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ იმუშავა არა 4 წლის, არამედ 1, 7 წლის მანძილზე.

 

 

”ამ ხნის განმავლობაში, კომისიაში შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელშიც არის 101 ძალიან კონკრეტული წინადადება კომისიაში შემოტანილი ძალიან კონკრეტული ავტორების მიერ. მე გთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პირს, შეხვიდეთ პარლამენტის ვებ-გვერდზე, ნახოთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დოკუმენტები და თქვენი თვალით ნახოთ და დარწმუნდეთ, ვინ არის ავტორი ამ დოკუმენტის. ამ დოკუმენტის ნახევარზე მეტი მომზადებულია ვახტანგ ხმალაძის და ”რესპუბლიკელების” მიერ. ეს არის ფაქტი. ამ დოკუმენტში იპოვით ორჯერ ან სამჯერ პარტია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლის ნაღვაწს. ქალბატონი მანანა კობახიძეც, რომელიც აქტიურობდა სამუშაო ჯგუფში, სამწუხაროდ, თავადაც ვერ ახერხებდა ქვორუმის შეკრებას. დანარჩენი აქ არის არასამთავრობოების, ექსპერტების და ”რესპუბლიკელების” წინადადებები. ეს არის თითი თითზე არ დადებული?

 

 

მეორე ფაქტი, იმავე ვებ-გვერდზე შეხვალთ და ნახავთ სამუშაო ჯგუფების სხდომებზე დასწრების სიას. ვნახოთ, ვინ დადიოდა სხდომებზე და ვინ არ დადიოდა.

 

 

სახელმწიიფო საკონსიტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ, პირველ რიგში, მას დე-ფაქტოდ ბოიკოტი გამოუცხადა ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელსაც არაფერი აღელვებდა ამ ქვეყანაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა საკუთარი თავისა და ”ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ეს ქვეყანა სამართავად და სამწუხაროდ, საკონსტიტუციო საკითხები გადადო გვერდზე”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

უსუფაშვილმა ერთი კონკრეტული დოკუმენტიც წარმოადგინა, სადაც მისივე თქმით, საუბარია კოალიცია ”ქართულ ოცნების” პოლიტსაბჭოსთვის შეთავაზებულ სასწრაფოდ განსახილველ საკითხებზე, რასაც „რეაგირება არ ჰქონია“.

 

 

”ამაზე მეუბნებიან, რომ თითი თითზე არ დაგიკარებიაო და საკონსტიტუციო მუშაობა ჩავაგდე? - სირცხვილია ბატონო ბიძინა, ამის მთქმელს სხვას არაფერს დაგიჯერებს ქართველი ხალხი. მე არ მინდა ქართველი ხალხი დარჩეს უავტორიტეტო ლიდერების ანაბარა, ისედაც ძალიან დიდია ვაკუუმი პოლიტიკურ სივრცეში”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი