პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პედაგოგი უფრო დაფასებული იყოს.
ამის შესახებ მან ხელვაჩაურის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ილია ნაკაშიძე და მერაბ კარანაძე წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე და აღნიშნა, რომ უკვე შექმნილია ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გაცილებით უფრო სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდეს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საუბარია, უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემის რეფორმაზე, რათა პედაგოგი უფრო დაფასებული იყოს.
„პედაგოგი უნდა იყოს აუცილებლად ყველაზე დაფასებული ადამიანი, რა თქმა უნდა ექიმებთან ერთად. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც გაჭირვების წლებში უზრუნველყვეს ჩვენს ქვეყანაში განათლების უწყვეტობა, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სოფლიდან სოფლად კილომეტრებს გადიოდნენ საკუთარ მოსწავლეებთან ერთად, რომ გაკვეთილი ესწავლებინათ, მაშინ როდესაც, შიოდათ, სწყუროდათ და ჩასაცმელი არ ჰქონდათ. ამიტომ, არ შეიძლება, ჩვენ ამ ადამიანებს მინიმუმ მადლობა არ ვუთხრათ, არ დავუფასოთ და მუდმივად დავაშინოთ გამოცდებით, ტესტირებით და ასე შემდეგ“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.