პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა დაიწყება, ხოლო, ბათუმიდან აჭარის მთიანეთში მიმავალი გზები იქნება სრულიად თანამედროვე სტანდარტის, რათა აჭარაში განვითარდეს მცირე, საოჯახო ტურიზმი, რაც დამატებითი შემოსავალი იქნება ყველა ოჯახში.
ამის შესახებ მან ხელვაჩაურის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ილია ნაკაშიძე და მერაბ კარანაძე წარუდგინა.
პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა კიდევ უფრო ხალხზე ორიენტირებული გახდება, მმართველობის რეფორმის ფარგლებში, ბიუჯეტირების პროცესში რეგიონები ჩაერთვებიან.
„რეგიონებში ცხოვრების დონე უნდა დავუახლოვოთ ქალაქის ცხოვრების დონეს. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა სოფლად. ჩვენ მივიღეთ მთის კანონი, რომელიც უმნიშვნელოვანესია აჭარისთვისაც და, რა თქმა უნდა, მთიანი რეგიონების განვითარება იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. უმნიშვნელოვანესია მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია - ორი ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტში მივა ინტერნეტი, ასევე, გაზიფიცირება, წყლით მომარაგება, ირიგაცია, სარწყავი სისტემების განვითარება - ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმის სახით უკვე გვაქვს და ჩვენ ვიწყებთ ამ ძალიან ამბიციური, ძალიან მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებას“, - გიორგი კვირიკაშვილმა ხელვაჩაურის მოსახლეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.