„დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია „დედაქალაქი“ შექმნეს
13-09-2016, 04:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილმა წარმომადგენლებმა, ზაზა ვეკუამ, თამარ ცინცაბაძემ და შალვა ოგბაიძემ თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია სახელწოდებით „დედაქალაქი“ შექმნეს.

 

 

ფრაქციას ზაზა ვეკუა უხელმძღვანელებს.

 

 

როგორც ფრაქციაში აცხადებენ, „დედაქალაქის“ წევრები თბილისის საკრებულოში კვლავ ოპოზიციურ საქმიანობას გააგრძელებენ და მუდმივად გაამახვილებენ ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომელიც თბილისის მოსახლეობას აწუხებს.

 

 

დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობა“ მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს დაიშალა, რადგან პარტია ზაზა ვეკუამ, თამარ ცინცაბაძემ და შალვა ოგბაიძემ დატოვეს. მათ პარტიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად ის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელეს, რომელიც მათი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობასთან გადაწყვეტილებების მიღებისას ჰქონდათ.

 

 

ზაზა ვეკუა პარტიის გენერალური მდივანი იყო, თამარ ცინცაბაძე - აღმასრულებელი მდივანი, ხოლო შალვა ოგბაიძე - მთავარი საბჭოს წევრი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი