პაატა ბურჭულაძეს კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ სასწრაფოდ უნდა გაეცალოს ის პოლიტიკას, სანამ კიდევ დროა იმიტომ, რომ მართლაც ბუტაფორიულ სათამაშოდ იქცა, მარიონეტებს რომ ამღერებენ ხოლმე, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" წევრმა, ნუკრი ქანთარიამ.
„თვითონ პარტიის შექმნა, ბურჭულაძის გამოჩენა, კაცი 60 წელს გადასცილდა და ერთი ხმა არ ამოუღია, საზოგადოებრივი განცხადება არ გაუკეთებია, იყო თავის პროფესიაში, ყველანი პატივს ვცემდით, გვიხაროდა, რომ ჩვენი სახელით მღეროდა (კი ამბობდა ხანდახან, რომ რუსული ბანი ვარო), მაგრამ მაინც ქართველი კაცი იყო და უცბად დაავალეს და ჩასვეს პროექტში, რომ უნდა გადაარჩინოს ქვეყანა. ეს ყველაფერი იმდენად ყალბი და ხელოვნური იყო, რომ ძნელია ამის დაჯერება”, - განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა გარკვეული ავტორიტეტი, თუმცა ფონდ ”იავნანას” ირგვლივ ბევრი კითხვაა.
”შემოსავლის მხოლოდ 27%-ია ქველმოქმედებაში დახარჯული, რაც, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვას ბადებს. ყველაფერი გაცხადდა მე მგონი, რომ ეს არის მეორე ”ნაციონალური მოძრობა” და კიდევ ძალიან უზნეოდ მოიქცნენ. პაატა ბუჭულაძეს გაყვა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თავისი ბიოგრაფია ჰქონდათ, მაგალითად, მერაბ მერტეველი, ხათუნა ლაგაზიძე, გიორგი რუხაძე. გადაყვნენ ამ კაცს. გარედან რაც ჩანდა, გვერდიდან არ მოცილებიან. იხმარა და გადააგდო ეს ხალხი პირდაპირი მნიშვნელობით და შეეკრა იმ ხალხს, სადაც უფრო ჩათვალა, რომ სარფიანი იყო. ეს ყველაფერი მე მგონი საზოგადოებისთვის ნათელია და მეეჭვება, რომ მათ არჩევნებზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ, იმდენად არიან დაზარალებულები ზნეობრივადაც და მათი იმიჯი იმდენად დაბლაა დაცემული”, - განაცხადა ქანთარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.