ხათუნა ლაგაზიძე: დღეს სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს, როგორ და რა მექანიზმებით, უახლოეს დღეებში დაზუსტდება
13-09-2016, 05:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს, როგორ და რა მექანიზმებით, უახლოეს დღეებში დაზუსტდება, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილმა წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ.

 

 

„პროკურატურიდან გუშინ დამიკავშირდნენ ჩემი ბოლოდროინდელი განცხადებების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, მე ვთხოვდი სახელმწიფოს ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, რადგან ჩემს მიმართ იყო მუქარები, რომლებიც მოდიოდა ბურჭულაძის პარტიიდან. დღეს სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს, როგორ და რა მექანიზმებით, უახლოეს დღეებში დაზუსტდება“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

 

 

მისივე თქმით, მის მიმართ მუქარას ახორციელებდა აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში „სახელმწიფო ხალხისთვის“ პირველი ნომერი გოგა კალაძე, იგივე „კალოშა“.

 

 

„ადამიანთა ჯგუფი, რომელიც კრმინალური მენტალიტეტით გამოირჩევიან, ამჟღავნებდნენ აგრესიას ჩემს მიმართ. აქედან გამომდინარე, მე მქონდა ვარაუდის საფუძველი, რომ მე და ჩემს ოჯახს გვემუქრებოდა საფრთხე. ეს უკავშირდება აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებისთვის სიის შედგენის პროცესს, რომლის მიმართაც მქონდა განსაკუთრებული ინტერესი და რომლის თაობაზეც აჭარაში მივლინებითაც ვიმყოფებოდი“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი