საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მდივანი შერჩეული არ ჰყავს.
„უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას თავად გაცნობებთ. პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ უშიშროების საბჭოს მდივნად შესაძლოა ლევან დოლიძე ან ვანო მაჭავარიანი დაინიშნოს, ეკა მიშველაძის თქმით, „არც ერთი კანდიდატურა განხილული არ ყოფილა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.