საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ეხმაურება შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებას, რომ წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ გარკვეული პარტიები პროვოკაციებს გეგმავენ.
უსუფაშვილის შეფასებით, "ჩვენ მინისტრისგან, მთავრობისგან გვჭირდება არა ზოგადი ვარაუდები იმის თაობაზე, რომ პროვოკაციებია მოსალოდნელი - ამას პოლიტიკოსები ერთმანეთს მარტივად აბრალებენ ხოლმე, არამედ გვჭირდება ფაქტები, ან გახსნილი საქმე, ან შეკავებული დანაშაული, ან არჩადენილი, გახსნილი, მზადების პროცესში და ა.შ".
დავით უსუფაშვილი გიორგი მღებრიშვილს მიმართავს, მისი გამოსვლების ამ ნაწილს მეტი ყურადღება მიაქციოს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “ამაზე საუბარი კი არა, ქმედებაა საჭირო და გამოვლენა, თუ ვინმემ რამე იცის“.
“1-2 დღის წინ, როდესაც ერთ-ერთ კონკრეტულ ფაქტზე, სამტრედიის ტრაგედიაზე საუბრობდა, ბოლოს იმით დაასრულა, რომ “ყველამ იცის ჩვენ გავიმარჯვებთ და ამიტომ ეძებენ ვიღაცეები რაღაც გზებს“. მე მინდა ვუთხრა მასაც და ყველას, “რესპუბლიკური პარტია“ შსს-ს წინააღმდეგ არ იბრძვის, ჩვენ სახელმწიფოს არ ვეჯიბრებით არჩევნებში, ჩვენ მთავრობასთან არ გვაქვს კონკურენცია, რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ პარტიას ჰყავს თავისი წარმომადგენლები ამ არჩევნებში და ისინი მონაწილეობენ, თავის სათქმელს ამბობენ და იტყვიან. მინისტრისგან, რომელიც თავისი კონკრეტული საქმის კეთების პროცესშია, ჩვენ ველოდებით უფრო იმ საქმის კეთებას, რაც საკეთებელია. ამ თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ნათლად ჰყოფს, ავლებს ზღვარს - მაგალითად, პარლამენტის წევრს რა შეუძლია, მინისტრს რა შეუძლია, და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ წესრიგი აუცილებელია. მე ყველა არჩევნების წინ, ბოლო ხანებში, მქონდა განცდა, რომ შესაძლოა ზოგ პოლიტიკურ პარტიას ჰქონოდა სხვა ტიპის დამხმარე საშუალებები არჩევნების დროს, მე ამას არ გამოვრიცხავ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ძალიან დაძაბულ სამეზობლოში ვიღაც სხვას ჰქონდეს რაღაც სურვილები, მაგრამ ამაზე საუბარი კი არა, ქმედებაა საჭირო და გამოვლენა, თუ ვინმემ რამე იცის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გარკვეული პარტიების მხრდან პროვოკაციების მოწყობა იგეგმება. მისივე თქმით, უწყება მობილიზებულია და დესტაბილიზაციას ქვეყანაში არ დაუშვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.