"საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში, როცა ლარის კურსი ეცემა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცენტი კორექტირებას მოითხოვს, მთავრობამ გადაწყვიტა "ქამრები შემოიჭიროს" და შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები! დიახ, ეს სწორი იქნება, მაგრამ არასაკმარისი, რადგანაც ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის ცვლილებებთან ერთად, აუცილებელია მთავრობის რეორგანიზაცია–ოპტიმიზაციაც!
დარწმუნებული ვარ, რომ რაოდენობრივად არსებული 19 სამინისტრო ძალზედ "გაბერილია" საქართველოსთანა მცირე ზომის სახელმწიფოსთვის! მიმაჩნია, რომ 15 სამინისტროს არსებობა, ყველა თვალსაზრისით სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფოს ეფექტიან ფუნქციონირებას! აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გასაუქმებელია ორივე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, – 1."ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების სამინისტრო" და 2."შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო"! პირველი, შეერწყმება საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი, დ.ბაქრაძე დაინიშნება საგარეო მინისტრის 1–ელ მოადგილედ. ხოლო, მეორე, ანუ პ.ზაქარეიშვილის უწყება უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად, პრემიერმა ღარიბაშვილმა უნდა დანიშნოს თავისი სპეციალური წარმომადგენელი, კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში (მსგავსად, პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში).
აგრეთვე, გასაუქმებელია "დისაპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის" თანამდებობა და მისი ფუნქციები, ასევე უნდა გადავიდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მინისტრის ერთ–ერთი მოადგილე გაუწევს კურირებას. ვფიქრობ, რომ "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს" ფუნქციებიც უნდა გადანაწილდეს "კულტურისა" და "განათლების და მეცნიერების" სამინისტროებს შორის, რაც მიღებული პრაქტიკაა მთელ რიგ ევროპულ სახელმწიფოებში! გარწმუნებთ, რომ სამთავრობო სტრუქტურების ამდაგვარი რეფორმირება, დიდად შეუწყობს ხელს, როგორც ქვეყნის ეფექტიან მართვას, ისევე აღნიშნული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის გატარებას!.."
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.