ეკა მიშველაძე მანანა კობახიძეზე: პარტიული ნიშნით სტიგმატიზაცია უხერხულია იმ პარტიის წევრის მხრიდან, რომლის სიის მიმართაც არაერთი შეკითხვა გაჩნდა
13-09-2016, 06:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტიული ნიშნით სტიგმატიზაცია უხერხულია იმ პარტიის წევრის მხრიდან, რომლის სიის მიმართაც არაერთი შეკითხვა გაჩნდა, - ასე პასუხობს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე მანანა კობახიძის განცხადებას, რომ ვანო მაჭავარიანს „ნაციონალებთან“ მჭიდრო კავშირები აქვს და უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე, ალბათ, უფრო სტაბილურ და გაწონასწორებულ პიროვნებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა.

 


„უმჯობესი იქნება, თუ არჩევნებამდე დარჩენილ ამ მოკლე პერიოდში, პოლიტიკოსები ამომრჩევლებთან საკუთარი პროგრამის გაცნობით დაკავდებიან. რაც შეეხება პარტიული ნიშნით სტიგმატიზაციას, მიგვაჩნია, რომ ეს ცოტა უხერხულია იმ პარტიის წევრისგან, რომლის სიის მიმართაც არაერთი კითხვა გაჩნდა და დაისვა საზოგადოებაში“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 


მიშველაძის თქმით, ვანო მაჭავარიანი არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა. ის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალია და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს იკავებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი