გოგი თოფაძე: ალბათ არ აწყობდათ, რომ ჩვენც ვყოფილიყავით პარლამენტში
13-09-2016, 06:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ოცნების“ გარდა, რომელსაც განაღდებული აქვს პარლამენტში დიდი უპირატესობით შესვლა, დანარჩენ 5-6 პარტიას, რომლებსაც რეალური შანსი გვაქვს, ალბათ არ აწყობდათ, რომ ჩვენც ვყოფილიყავით პარლამენტში”,-განაცხადა „მრეწველების“ ლიდერმა, გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

აღნიშნულით თოფაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „მრეწველებს“ პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა.  

 

 

გოგი თოფაძის განმარტებით, დოკუმენტებში, რომლებიც ცესკო-შიმრეწველებმა“ მიიტანა, ასევე იყო  საარჩევნო სია.

 

 

მისივე თქმით, ზოგიერთი ადამიანის სახელი და გვარი გაფერმკრთალებული იყო, რის გამოც პარტიის წარმომადგენელმა იქვე 15 წუთში შეასწორა და ცესკო-ში 18:12 საათზე შეიტანა.

 

 

„დოკუმენტაციის ჩაბარების შემდეგ ტელევიზიით გამოვიდა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და აღნიშნა, რომ ცესკო-ში განაცხადი შემოიტანა 29 პარტიამ, საიდანაც დააფიქსირეს 28 და არ დააფიქსირეს მხოლოდ ედპ, რადგან მან გადაწყვიტა მონაწილეობა არ მიეღო არჩევნებში.  ამის მერე ჩაერია ის ხალხი, ვინც ამას არ უნდა ესწრებოდეს, იქ გაჩნდა NDI-ის და IRI-ს წარმომადგენლები და თქვეს, რომ თქვენ 12 წუთი გადააცილეთო. ჩვენ არ გადაგვიცილებია და ასეც რომ ყოფილიყო, ეს რომ დამართოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „რესპუბლიკურ პარტიას“ ვინმეს ამაზე ილაპარაკებდა?! ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ „ოცნების“ გარდა, რომელსაც განაღდებული აქვს პარლამენტში დიდი უპირატესობით შესვლა, დანარჩენ 5-6 პარტიას, რომლებსაც რეალური შანსი გვაქვს, ალბათ არ აწყობდათ, რომ ჩვენც ვყოფილიყავით პარლამენტში. ამას ყველაფერს სასამართლო დაადასტურებს და ნახავთ რამდენ ბრალდებას წავუყენებთ ცესკო-ს“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო „მრეწველებს“ არ გაამართლებს, პარტია აპირებს, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

 

 

საარჩევნო ბლოკი „თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „მრეწველებს“ პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის განკარგულება ცესკო-ს ვებ-გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი