დავით ჯანდიერი: გიორგი რუხაძისთვის პარტია გაყიდული და მიუღებელი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც სიის ხუთეულში ვერ მოხვდა
13-09-2016, 06:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ჯანდიერის განცხადებით, გიორგი რუხაძე ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად პარტიიდან წავიდა 8 სექტემბერს და ამის მიზეზი იყო ის, რომ საპარლამენტო სიის პირველ ხუთეულში ვერ მოხვდა.

 

 

მისივე თქმით, გიორგი რუხაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

 

 

„აქედან გამომდინარე, ამაში ახალი არაფერია და ცალკე განცხადების გაკეთება რაიმე ახალ მოვლენას ვერ შექმნის. გიორგი რუხაძემ თავიდანვე იცოდა ამ გაერთიანების შესახებ - გაერთიანება დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა და მისთვის ეს პარტია აღმოჩნდა გაყიდული და მიუღებელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ვერ მიიღო მისთვის სასურველი ადგილი სიაში. მისი მოთხოვნა იყო სიის ხუთეულში ყოფნა.

 

 

ძალიან, გულწრფელად მწყდება გული, რომ გიორგი რუხაძე, რომელთან ერთადაც ჩვენ შევქმენით პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ დღეს საზოგადოება შეჰყავს სიცრუეში და ყველა ხერხით ცდილობს და სავარაუდოდ, მომავალშიც შეეცდება ამ განცხადების შემდეგ აწ უკვე დევალვირებული პოლიტიკოსიდან შეინარჩუნოს აქტუალობა მედიაში, მოგვაყენოს ზიანი და მიიქციოს ყურადღება.

 

 

ვფიქრობთ, ქართულ პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს აბსურდული ბრალდებების ტირაჟირება და სიაში ადგილების გამო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მე, პირადად, აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში და ნამდვილად დიდი სირცხვილია ისეთი ტყუილის თქმა, რომ სია ჩვენს გუნდს არ შეუქმნია. ისიც ტყუილია, თითქოს პაატა ბურჭულაძე არ მართავს პარტიას და ისიც, თითქოს სიის ათეულში პაატა ბურჭულაძის მხოლოდ სამი წევრია - ათეულში პაატა ბურჭულაძის პარტიის 5 წევრია, ხოლო სრული სიიდან 100-ზე მეტი არის პაატა ბურჭულაძის პარტიიდან. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ სინანულს გამოვთქვამ, რომ გიორგი რუხაძე აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მოქმედებს პირადი წყენისა და ვიწრო კარიერული ინტერესებით”, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

 

 

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გიორგი რუხაძე არ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც ხათუნა ლაგაზიძესავით მანიპულირებას დაიწყებს ბავშვებით და არ მოითხოვს სახელმწიფო დაცვას.

 

 

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დღეს დატოვა. მისი თქმით, „ეს აღარ არის ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე".

 

 

„ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა ვთქვა, მაგრამ მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას, რადგან ეს აღარ არის ბურჭულაძის მოძრაობა. ეს აღარ არის ალტერნატივა არც „ქართული ოცნების“, არც „ნაციონალური მოძრაობის“. ეს აღარ არის ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ეს არის ძალა, რომელსაც პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს“,- განაცხადა რუხაძემ და დასძინა, რომ თუ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბარიერს გადალახავს, ეს პოლიტიკური ძალა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დამატება გახდება.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი