დიმიტრი ხუნდაძემ ცეზარ ჩოჩელის მიერ საარჩევნო პერიოდში გადარიცხული თანხების შესახებ მასალები გაასაჯაროვა
13-09-2016, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მცხეთაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის მიერ საარჩევნო პერიოდში გადარიცხული თანხების შესახებ მასალები გაასაჯაროვა.

 

 

როგორც დიმიტრის ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცეზარ ჩოჩელი 37-ე ოლქში დამოუკიდებელ მაჟორიტარად 2016 წლის 15 აგვისტოს დარეგისტრირდა.

 

 

„ამ დროისათვის ცეზარ ჩოჩელი წარმოადგენდა სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ანუ მმართველი ორგანოს უმაღლეს პირს.

 

 

ამ კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლას 2016 წლის 17 აგვისტოს ფინანსური მხარდაჭერის სახით გადაურიცხა 12 145 ლარი.

 

 

ეს გადარიცხვა მოხდა მას შემდეგ, რაც ცეზარ ჩოჩელი უკვე დარეგისტირირებული იყო მაჟორიტარობის კანდიდატად. მსურს მივმართო უწყებათაშორის კომისიას, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს, შეისწავლონ ეს ფაქტი და გააკეთონ დასკვნა“,-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

მისივე თქმით, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში 29 სკოლა და 21 საბავშვო ბაღია, თუმცა გასული ოთხი წლის განმავლობაში ცეზარ ჩოჩელს და მის კომპანიებს არც ერთი თეთრი არ აქვთ ქველმოქმედების სახით გადარიცხული არც სკოლებში და არც ბაღებში.

 

 

„ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვაშენებთ და ვარემონტებთ სკოლებს, ბაღებს. თუკი ვინმე სახელმწიფოს გვერდით დაუდგებოდა, უარს ნამდვილად არ ვეტყოდით, მაგრამ ცეზარ ჩოჩელს ქველმოქმედება მცხეთაში მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება, როდესაც ხმების მიღება სურს დეპუტატობისთვის“,-განაცცადა ხუნდაძემ.

 

 

ასევე, ხუნდაძის ინფორმაციით, 2015 წელს ახალგორიდან დევნილი ბავშვები მიემგზავრებოდნენ საერთაშორისო ფესტივალზე ესპანეთში, მათ სამგზავრო თანხაზე დასამატებლად 2000 ლარი თხოვეს ცეზარ ჩოჩელს, მაგრამ უარი მიიღეს.

 

 

„ამ ბავშვების გამგზავრება ესპანეთში ჩემი და კულტურის მინისტრის დახმარებით სრულად დაფინანსდა. დევნილმა ბავშვებმა ამ ფესტივალზე მთავარი პრიზი აიღეს. რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელის საარჩევნო ქველმოქმედებას, კიდევ ერთხელ მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო დამკვირვებლებს, გამოიძიონ საგურამოს სკოლის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი. რაც შეეხება ჩოჩელის ეგრეთ წოდებულ ქველმოქმედებას, მინდა განვაცხადო, რომ მცხეთელები ამით არ მოტყუვდებინა“,-აღნიშნა მცხეთაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი