პაატა ბურჭულაძის პარტიის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის პირველი ნომერი გიორგი კალაძე პარტიის ყოფილი წევრის, ხათუნა ლაგაზიძის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.
"მადლობის მეტს ვერაფერს ვეტყვი, რაც მე უნდა მეკეთებინა, მან მოახერხა - ეს არის პიარი, სამი დღეა ტელევიზორში ვარ.
შემიძლია დავარწმუნო, რომ ჩემგან არავითარი საშიშროება არ არის. მე საკმაოდ დაკავებული ვარ აჭარაში მუშაობით, საარჩევნო კამპანიით და დარწმუნება შემიძლია მაგ ქალბატონის, რომ არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ეს მისი სულელური გამოხტომებია....
პროკურატურაში დაბარების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე, მაგრამ არაფერი არ მაბრკოლებს იმისგან, რომ მივიდე და ერთხელ და სამუდამოდ დავუსვა წერტილი ქალბატონი ხათუნას უსაგნო ბრალდებებს.
მე ვიყავი 18 წლის, როცა საქართველოდან წავედი ბრიტანეთში სასწრავლებლად და დავბრუნდი 2004 წელს. ამის მერე, თუ რამე დამიშავებია, ალბათ აღრიცხული იქნება და ამის გადამოწმება არაა რთული. თუ რამე სხვა ინფორმაცია აქვს, წარუდგინოს პროკურატურას.
ვმუშაობდით ერთად რამდენიმე თვე, ყოველდღიური შეხება გვქონდა, გეგმებს ვსახავდით და ვახორციელებდით. ჩვენთან ყველაფერი განიხილებოდა გუნდურად, სადაც იყო კამათი, ხმის აწევები - ამას თუ გულისხმობს ზეწოლაში არ ვიცი. რახან სხვა კუთხით ვერ მოძებნა და აქვს გამოგონილი ცრუ ბრალდება, ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მესმის, რომ სიაში ვერ მოხვდა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკს ზიანი მიაყენოს და მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს", - აღნიშნა გიორგი კალაძემ.
ხათუნა ლაგაზიძე, რომელმაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა, აცხადებს, რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრება. ლაგაზიძის თქმით, პაატა ბურჭულაძის ზურგს უკან ყოფილი „ნაციონალები“ და კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანები არიან და საარჩევნო სიაც სწორედ მათი ზეწოლით დაკომპლექტდა.
„მე ვსაუბრობ კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ყოფნაზე პარტიის საარჩევნო შტაბში. ერთ-ერთი მთავარი გახლავთ გოგა კალაძე, რომელიც დღეს წარმოადგენს აჭარაში პაატა ბურჭულაძის ბლოკის საარჩევნო სიის პირველ ნომერს. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან მძიმე ცოდვებით დამძიმებული წარსული და სწორედ იმ იძულების ფორმებიდან, რითიც მე, ფაქტობრივად, მაიძულეს, დამეტოვებინა პარტია, მაქვს სრული საფუძველი, განვაცხადო, რომ დღეს მე და ჩემი ოჯახი ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ პარტიის დატოვების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.