ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში სკოლა შენდება. გამგეობის ინფორმაციით, 200 მოსწავლეზე გათვლილ თანამედროვე სტანდარტების სკოლას კეთილმოწყობილი კლასები, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, საბუნებისმეტყველო კაბინეტი, სპორტული და სააქტო დარბაზები ექნება, სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ ღია სპორტული მოედნითაც. სკოლა ასევე, უზრუნველყოფილი იქნება გათბობის სისტემითა და ახალი სასკოლო ინვენტარით. წლების განმავლობაში სოფელ არალში სასწავლო პროცესი ავარიულ შენობაში მიმდინარეობდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, დასასრულს უახლოვდება სოფელ ლელოვანში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
"საბავშვო ბაღის შენობა განკუთვნილია ორი საბავშვო ჯგუფისათვის, შედგება: ორი სათამაშო, ორი საძინებელი (თითოეული საკუთარი სველი წერტილით), სამზარეულოს, აღმზრდელთა ოთახის, და კარიდორისაგან. პროექტის შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 114 184 ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ სოფელ ლელოვანში და მიმდებარე სოფლებში საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა", – აცხადებენ ადიგენის მუნიციპალიტეტში.
სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა მოინახულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.