„ვფიქრობ, რომ მე მაქვს გარკვეული უპირატესობები და მაქვს გამარჯვების იმედი“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა ვაკის რაიონის მესამე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაზა ხუციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დიდ შეცდომას უშვებს ის, ვინც კონკურენტებს ყურადღებას არ აქცევს და კონკურენტებად არ აღიქვამს.
„არასწორია, რომ სწორად არ შეაფასო კონკურენტები. ლევან ბერძენიშვილი საკმაოდ გამოცდილი, მძიმეწონიანი პოლიტიკოსია, განათლებული კაცია და ის რა თქმა უნდა, ყველანაირად იმსახურებს პარლამენტის წევრობას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის პეტრე ცისკარიშვილი. ისიც დიდი ხანია პოლიტიკაშია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე მაქვს გარკვეული უპირატესობები და მაქვს გამარჯვების იმედი“ , - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი უპირატესობა არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა კვლევის მიხედვით, აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი და ამაზე არავინ დავობს.
„მეორე, ეს არის ძლიერი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც გუნდს სათავეში უდგას. მესამე ეს არის გამოტანილი დასკვნები და 70%-ით განახლებული გუნდი, რაც უპირატესობაა, რადგან ვფიქრობთ, რომ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა განახლება ვერ მოახერხა. მეოთხე ეს არის ჩვენი გამგეობის მიერ გაწეული საქმიანობა. ადგილებზე თვითონ მაჩვენებს მოსახლეობა, თუ რა გაკეთდა და გვსაყვედურობს, პიარი რატომ არ გაქვთ ისეთი, როგორიც ადრე ჰქონდათო. ჩვენ ვუხსნით, რომ ჩვენგან ტელევიზიებში მითითებები არ მიდის. გარკვეულწილად ვეთანხმები, ალბათ, საჭიროა უკეთესი პიარი. ამას ემატება ის, რომ ამომრჩევლებს უყვართ სიახლე და მე და „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი ვართ ახალი სახეები. ამას დავამატებ მოკრძალებულად ნდობას ჩემ მიმართ, რომელსაც მუდამ ვგრძნობ. ვპირდები ამომრჩეველს, რომ იმას რასაც ამდენი წელი ვაშენებდი, არ დავანგრევ“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.