ძველსა და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
13-09-2016, 08:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

 


ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ეწყობა: საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშო და ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ძველ შუამთასა და ახალ შუამთაში მოეწყო საერთო ჭაბურღილი. უკვე დასრულებულია 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის მოწყობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

 


რეგიონული განვითარების პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

 


პროექტების განხორციელების შედეგად, გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც, კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ამასთან, პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალ შუამთასა და ძველ შუამთაში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.

 


სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი