კახეთში გადამუშავებულია 18,3 ათასამდე ტონა ყურძენი - მევენახეებმა შემოსავლების სახით 15 მლნ ლარი მიიღეს
13-09-2016, 09:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

 

 

მინისტრმა რამდენიმე ღვინის საწარმოც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ყურძნის გადამუშავების პროცესს.

 

 

ლევან დავითაშვილის შეფასებით, რთველი 2016 ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

 

„წელს, მოსავლის დაბინავებას პრობლემა არ შეექმნება და არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 18 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. რთველი აქტიურ, ფაქტობრივად პიკურ ფაზას უახლოვდება. საამისოდ სრულად მობილიზებულია რთველის საკოორდინაციო შტაბი, მზად არის ტექნიკური საშუალებები და იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი რთველიც ორგანიზებულად ჩაივლის და წარმატებული იქნება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

 

 

13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18,3 ათასამდე ტონა ყურძენი, აქედან 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 8,9 ათასი ტონა საფერავი, 960 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, განვლილი დღე-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.

 

 

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 32 ღვინის კომპანია, მათ შორის 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

 

 

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15 მლნ ლარი მიიღეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი