იოჰანეს ჰანი: საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს
13-09-2016, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს არც  ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში, ამ საკითხზე ყველა თანხმდება“,- განაცხადა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

 

ევროკომისარის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. მისი განმარტებით, ამჟამად ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოში მიმდინარეობს ინსტიტუციური განხილვები ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც ყველა იმ ქვეყანას შეეხება ვისაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ბმაშია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან.

 

 

„ეს არის ის რაც პოლიტიკური თვალსაზრისით მიბმულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველოს საკითხზე არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. მოსაგვარებელია მხოლოდ ეს ინსტიტუციური საკითხი თავად ევროკავშირში და პირადად მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ იგი მოგვარდეს ყველას ინტერესის, განსაკუთრებით კი საქართველოს ინტერესის გათვალისწინებით, რადგან საქართველო, მისი მოქალაქეები იმსახურებენ უვიზო მიმოსვლას მათ ამისათვის შეასრულეს ყველა საჭირო მოთხოვნა და ეს დაფიქსირებული იქნა ევროკომისიის შესაბამის ანგარიშში“,- განაცხადა ჰანმა.

 

 

ევროკომისართან შეხვედრაზე მხარეების მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მირ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას.

 

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე და 2017-2019 წწ. ასოცირების ახალ დღის წესრიგზე, რომლის ირგვლივაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების პროცესში ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

 

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერი ქვეყნის მნიშვნელობასა და როლს.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა ევროკომისარს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პროცესსა და წინასაარჩევნო ვითარებაზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მზაობა უზრუნველყოს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება.

 

 

კომენტარები: 1
#1   cialis
      
Drugs can not take how side this i want to try buy cialis overnight shipping could be for many days.
8 დეკემბერი 2016 04:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი