რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა რომ მეზობელ უკრაინასთან ომი „მოსალოდნელი არ არის“. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პუტინმა ხაზი გაუსვა მის მხარდაჭერას მინსკში ახლახან, ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმებისადმი, რომელიც მისი აზრით აღმოსავლეთ უკრაინის სტაბილიზაციის საუკეთესო საშუალებაა.
უკრაინა აცხადებს, რომ უკრაინაში ბრძოლებს რუსული ჯარები აწარმოებენ. პუტინმა კი უკვე ეს მერამდენედ უარყო.
ცოტა ადრე, უკრაინულმა სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მეამბოხეთა დაბომბვებმა ხელი შეუშალათ ფრონტის წინა ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანაში.
თავის ინტერვიუში - მისი პირველი ვრცელი კომენტარი 12 თებერვალს ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ - პუტინს ჰკითხეს, არის თუ არა ომის რეალური საფრთხე, იმ ფონზე რა მდგომარეობაცაა აღმოსავლეთ უკრაინაში.
„ვფიქრობ, რომ ასეთი აპოკალიფტური სცენარი მოსალოდნელი არ არის და ვიმედოვნებ რომ ეს არასოდეს მოხდება,“ თქვა მან.
პუტინმა განაცხადა, რომ თუ მინსკის შეთანხმება განხორციელდება, აღმოსავლეთ უკრაინის „თანდათანობითი სტაბილიზაცია მოხდება“.
„ამაში ევროპა ისევეა დაინტერესებული, როგორც რუსეთი. არავის უნდა ევროპის კიდეზე კონფლიქტი, განსაკუთრებით კი შეიარაღებული კონფლიქტი,“ თქვა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.