მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, მასსა და სამსახურიდან გათავისუფლებულ რწმუნებულებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, იყო მცირე შელაპარაკება.
„იყო მცირე შელაპარაკება, თუმცა, ჩემი მხრიდან - არა. მოვიდნენ კონკრეტული საკითხების გასარკვევად და ჩვენც დაველაპარაკეთ და ავუხსენით ყველაფერი“,-ამის შესახებ გრიგალავამ Guardian.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მარტვილის გამგებელსა და სამსახურიდან გათავისუფლებულ რწმუნებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. პარტიის განმარტებით, ინციდენტი და სიტყვიერი დაპირისპირება სამსახურიდან რამდენიმე ხნის წინ გათავისუფლებული 18 რწმუნებულის გამგეობაში მისვლას მოჰყვა, რომლებიც გამგებელს, მის მოადგილეს და იურიდიული სამსახურის უფროსს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ გოროზიასთან ერთად შეხვდნენ.
როგორც გრიგალავა აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გათავისუფლებული გამგებლის რწმუნებულები უნდა აღდგნენ სამსახურებში, თუმცა მანამდე პროცედურებია დასაცავი.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ადამიანები უნდა აღდგნენ სამსახურებში. ისინი ითხოვენ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას, თუმცა, მანამდე არის რაღაც პროცედურები, რომელთა დაცვაც ჩვენ მოგვიწევს და შემდეგ უკვე დაუბრუნდებიან ისინი, რა თქმა უნდა, თავიანთ სამსახურებს.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დარჩენილი ხელფასები მათ უნდა აუნაზღაურდეთ.
ჩვენ რაიმეზე უარი არ გვითქვამს. როგორ ვიტყვით უარს, როდესაც უამღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ განჩინების ფურცელში შეცდომაა დაშვებული აღდგენასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი მითითებულია ერთი სოფელი, სადაც აღდგენა უნდა მოხდეს. ჩვენ სააპელაციო სასამართლოს გავუგზავნეთ წერილი, რომ დაგვიზუსტონ აღდგენასთან დაკავშირებით ყველაფერი - ერთ სოფელში ხომ არ აღვადგენთ ყველას“,-განაცხადა გრიგალავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რწმუნებულები აცხადებენ, რომ სასამართლომ სამსახურებიდან მათი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, რის გამოც ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვდნენ. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას ასევე დაკისრებული აქვს მათთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება, რაზეც გამგეობა დაახლოებით 3 თვეა უარს ამბობს.
გოროზიას თქმით, იმის ნაცვლად, რომ ბიუჯეტიდან თანხები რაიონის პროექტებზე იხარჯებოდეს, მათ უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უწევთ თანხების დახარჯვა.
მარტვილის რაიონის სოფლების 18 რწმუნებული 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გათავისუფლდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.