თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკის, „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაავალა. მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება, რომლის თანახმადაც საარჩევენო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო“ რეგისტრაციიდან მოიხსნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაევალა, გამოსცეს ახალი განკარგულება, რომლის თანახმადაც „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო“ საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება და ასევე გატარდება მისი პროპორციული სია.
მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორი დღის ვადაში აქვს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაეკისრა 100 ლარი საარჩევნო ბლოკ „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ სასარგებლოდ, რაც საარჩევნო ბლოკმა სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზნით დახარჯა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა კახა ნარეკლიშვილმა ჟურნალისტებს დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ნარეკლიშვილმა აღნიშნა, მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის შემდეგ ისინი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, გაასაჩივრონ თუ არა პირველი ინსტანციის განაჩენი.
„თბილისის საქალაქო სასამართლო ვალდებულია ხვალ, 12.00 საათამდე ჩაგვაბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ვნახავთ სამოტივაციო ნაწილს, შევისწავლით და ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ცესკოს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება ორი დღის ვადაში გაასაჩივროს “, - განაცხადა კახა ნარეკლიშვილმა.
მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ჯერ არ შესულა და თუკი ცესკო აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, ის კანონიერ ძალაში გასაჩივრების ორდღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.