უეცარი შეტევის გამო ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი თელ-ავივის ახლომდებარედ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც BBC ყოფილი პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, 93 წლის პერესი ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ გადაყვანილი, თუმცა მას გონება არ აქვს დაკარგული და საავადმყოფოში მიყვანისას სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"შიმონ, ჩვენ გვიყვარხარ შენ და მთელი ერი გისურვებს გამოჯანმრთელებას", დაწერა პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ "თვითერზე".
1948 წელს ისრაელის დაარსებიდან მოყოლებული, ვეტერან პოლიტიკოსს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოსტი ჰქონდა დაკავებული და იგი იყო ისრაელის საიდუმლო ბირთვული პროგრამის არქიტექტორი.
იგი ორჯერ იყო პრემიერ მინისტრი, ხოლო 2007 წლიდან 2014 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი.
მისი ასაკის მიუხედავად, იგი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ინარჩუნებდა, ძირითადად კი პალესტინასა და ისრაელს შორის ახლო ურთიერთობების დამყარების მიზნით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის "პერსესის ცენტრი მშვიდობისთვის", მეშვეობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.