გოდერძი თევზაძე: დანაშაული არ ჩამიდენია და მიმალვაში არ ვყოფილვარ
14-09-2016, 01:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული, სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შიმშილობას აცხადებს.

 

 

”დღეიდან ვაცხადებ შიმშილობას და იმედი მაქვს ობიექტური გამოძიების. არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვყოფილვარ მიმალვაში, გამოვცხადდი. ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა დემურ სტურუასთან, ვიყავი უბნის ინსპექტორი”, - განაცხადა გოდერძი თევზაძემ.

 

 

რაც შეეხება დემურ სტურუას მეგობრის, ოლეგ თავაძის განცხადებებს, რომ გოდერძი თევზაძე მასზეც ძალადობდა, ყოფილი პოლიციელის მტკიცებით, ის ცრუობს.

 

 

”თავაძე ცრუ მოწმეა და ყველაფერი, რასაც ის აცხადებს, ტყუილია”, - განაცხადა თევზაძემ, რომელიც პოლიციას თავადვე ჩაბარდა.


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დაწერა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი, გოდერძი თევზაძე თვითმკველობამდე მიყვანაში დაადანაშაულა.


დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული მიმალვაში იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი