ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა
14-09-2016, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

​ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა, რომლის მმართველი საბჭოც ევროპარლამენტში არსებული ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფიდან აერთიანებს წევრებს.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ჯგუფი დიდ წვლილს შეიტანს ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებაში.

 

 

ჯგუფის თანათავმჯდომარის ევროპარლამენტარ კლერ მუდის განცხადებით, ჯგუფის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება იმ კავშირების გამყარება, რაც უკვე არსებობს ევროკავშირს, ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის.

 

 

„ჩვენ ვაერთიანებთ წარმომადგენლებს ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან რათა ხელი შევუწყოთ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პირობის შესრულებას, ამაში კი ევროპარლამენტის გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში არსებული კავშირებიც დაგვეხმარება“,- განაცხადა მუდმა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები,  მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. მათ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი