უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენი ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც პროკურატურამ კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ვიტალი შაბუნინის წერილობითი მიმართვა მიიღო.
ლუცენკოს არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რა საქმეს ეხება არსენი ავაკოვის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.