ვაკეში მამაკაცი დაჭრეს
14-09-2016, 02:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე, 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

 

 

თვითმხილველთა თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

 

 

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები ქვედა კიდურებზე ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. იგი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.

 

 

ინციდენტის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

 

 

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი