საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" "იმერეთშიც კატასტროფულად აგებენ არჩევნებს, ქუთაისში ძალიან მძიმე სიტუაციაა" და აქედან გამომდინარე, ივანიშვილმა იფიქრა "რითი მოვატყუო ქუთაისელები და ფიქრობენ ამას [უნივერსიტეტის აშენებას]". ამის შესახებ სააკაშვილმა "რუსთავი2" –ის ეთერში ოდესიდან პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.
მან მისი პრეზიდენტობის პერიოდში ივანიშვილის მიმართ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოხატული თხოვნაც გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ ივანიშვილმა იგი მოატყუა და უნივერსიტეტის ასაშენებელი ფული ამერიკაში, ჰილარი კლინტონის დახმარებით მოიძია.
"მე მივმართე ივანიშვილს თხოვნით, დაგვხმარებოდა უნივერსიტეტის აშენებაში. ამ კაცმა ორი, სამი წელი გვატყუა პირდაპირ რომ ვთქვათ, რაღაც პროექტები დაგვიხატა, ხან რას ამბობდა და ხან რას და ბოლოს კაპიკი არ გაიღო ამ უნივერსიტეტისთვის. მერე კიდევ კარგი ამერიკელები შეგვეხიდნენ, ამერიკის მთავრობამ გამოყო 150 მილიონი დოლარი, მოლაპარაკების შემდეგ, ჰილარი კლინტონი დამეხმარა ძალიან და ჩვენ თვითონ ავაშენეთ შენობა. ჩვენ სადღაც საბოლოო ჯამში გვქონდა 150 მილიონ დოლარამდე გადადებული. 300 მილიონი დოლარი ეს არის საკმარისზე მეტი, მაღალი დონის უნივერსიტეტის გასაკეთებლად.", – განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა:
"როგორც კი მოვიდა ივანიშვილი, პირველი გააუქმეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, დაანგრიეს ლაბორატორიები, გადააკეთეს ბინებად და ახლა პრაქტიკულად ლოჯებივით უშენებენ ამ შენობას ბინებს, ამერიკული ფული გადაამისამართეს სულ სხვა პროგრამებზე და პრაქტიკულად, ის უნივერსიტეტი, რომელიც უნდა ამუშავებულიყო 2013 წლის შემოდგომაზე, მათ გააჩერეს, ისე როგორც გააჩერეს ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა და ბევრი სხვა პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ".
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გარდა ასევე გააჩერა ბევრი სხვა პროექტი, მათ შორის ქუთაისსა და წყალტუბოში და ლენტეხიდან მესტიის მიმართულებით გვირაბის პროექტიც.
"თავსი დროზე მან აბრეშუმის ქარხანა, რომელიც იყიდა, გააჩერა, ლაგუნა ვერე გააჩერა... ეხლა ხედავს იმერეთშიც კატასტროფულად აგებენ არჩევნებს, ქუთაისში ძალიან მძიმე სიტუაციაა, და იფიქრა ეხლა, რითი მოვატყუო ქუთაისელები და ფიქრობენ ამას [უნივერსიტეტის აშენებას]... 4 წლის წინათ გაჩერდა არა მხოლოდ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გაჩერდა ასევე ჩემი მთავარი პროექტი, ქუთაისი. ქუთაისში ხომ მარტო პარლამენტის შენობა არ გვქონდა, ქუთაისში იყო მთელი ქსელი – ეს, აბასთუმნიდან დაწყებული, აქეთ გზით, განვითარება წყალტუბოსი, ბევრად უფრო მასშტაბური, ვიდრე რაც ეხლა ამათ გააკეთეს. ამათმა მსოფლიო ბანკის პროგრამები ვერ შეაჩერეს, მაგრამ ქართული პროგრამები ყველაფერი შეაჩერეს, მერე გვირაბი მესტიაში, ქუთაისის აეროპორტი, კიდევ კარგი მოვასწარით, მაგრამ ჩვენ გვქონდა კიდევ ბევრი გეგმა ქუთაისში, ამათ ეს ყველაფერი ქუთაისისთვის გააჩერეს, პრაქტიკულად ჰაერში გამოკიდეს, როცა გამოაცხადეს, რომ პარლამენტი გადავა და წკიპზე გადავრჩით, რომ არ გადაიყვანეს, ესეც ხო არის ის, რომ ხალხმა აღარ ჩადო ფული ქუთაისში, იმიტომ, რომ თუ პარლამენტს ექნებოდა იქ პერსპექტივა, მაშინ ძალიან ბევრი ინვესტორი წავიდოდა, საწარმოები გაიხსნებოდა და ა.შ. მათ პრაქტიკულად, ქუთაისის პროექტიც მოკლეს", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა:
"ეხლა ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ ქართველებს ეშლებათ და – მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართველები ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხია და ამაში დღესაც სრულიად ვარ დარწმუნებული. ქართველებმა 2012 წელს მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, იმიტომ რომ მათ უნდოდათ უკეთესობა და როგორ გინდა არ დაიჯერო 7 მილიარდის პატრონის დაპირებები ეხლა. მე რომ ვყოფილიყავი ჩვეულებრივი მოქალაქე, შეიძლება მეც დამეჯერებინა ნამდვილად, და რომ ამ მცოდნოდა ის, რაც მე ვიცოდი ივანიშვილზე, მაგრამ ჩვეულებრივი სტატისტიკური, ნორმალური ადამიანისგან, გასაგები იყო, რომ მათ დაიჯერეს, ბერმა მათგანმა, ივანიშვილის დაპირებები, ბევრმაც არ დაიჯერა, მაგრამ დღეს უკვე 4 წლის ფონზე, ამ გამოცდილების ფონზე, ის, რომ ის ქართველებს ეძახის მოუმწიფარებს, ჭყინტებს, ანალიზის არმქონეებს და იძახის, რომ მარტო მან იცის ყველაფერი კარგად, მე ვფიქრობ რომ მან თვითონ დაიჯერა რომ ქართველები არიან მართლაც რაღაც ინტელექტუალურად დაბალ დონეზე მყოფი ხალხი და მას შეუძლია ნებისმიერ დროს მათი მოტყუება და მანიპულირება. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხის სიბრძნეში, დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხლის განათლებულობაში, სხვათაშორის ქუთაისში ცხოვრობს საოცრად განათლებული ხალხი, ახალგაზრდები არიან აბსოლუტურად ფანტასტიური, ეხლა, კაცი იძახის, რომ მარტო უნდა დაითვალოთო, იძახის, რომ 40–60 ათასი სტუდენტი იქნებაო, რას ნიშნავს, წარმოდგენა არა აქვს რაზე ლაპარაკობს. ამერიკის 4 წამყვანი უნივერსიტეტი ტექნოლოგიებში, რომელიც არის მსოფლიოში საუკეთესო, ოთხივეში ერთად, ტექნოლოგიურ მეცნიერებას სწავლობს 53 ათასი კაცი, 300-მილიონიან ამერიკაში. ციფრები ნახეთ, იელში, მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, კალიფორნიაში და მე–4 თუ არ ვცდები ჯორჯიაში, სულ სწავლობს 53 ათასი ადამიანი. საქართველოში, თუ არ ვცდები, სულ 25 ათასი კაცი შედის წელიწადში უნივერსიტეტში", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.