დავით უსუფაშვილი: 2015 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილმა მითხრა - ჩემი პარტიიდან ბევრი არაფერი გამოდის და იქნებ პრემიერ მინისტრობაზე დათანხმდეო
14-09-2016, 02:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს ბიძინა ივანიშვილმა 2015 წლის აპრილში პრემიერ მინისტრობა შესთავაზა.

 


„2015 აწლის აპრილში ასეთი რამ შემოგვთავაზა - მე მართლა დავიღალე, მართლა მინდა წასვლაო და გვითხრა - ვხედავ ჩემი პარტიიდან ბევრი არაფერი გამოდის, ვთვლი, რომ პრემიერ მინისტრი შესაცვლელია, მაგრამ მე ვერ ვხედავ გუნდში ისეთს, ვისაც ამას ვანდობო. მე მითხრა, იქნებ დათანხმდე თუ გინდა დღესვე, თუ გინდა 6 თვეში, თუ გინდა არჩევნების შემდეგ და თქვენზე ავაწყოთ მომავალი სახელისუფლებო ცენტრი, ”რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ერთად წაიყვანეთ საქმეო. მე ვუთხარი, რომ ასეთი არ ხდება - არ ხდება რომ წარმატებული კომპანიის მენეჯერი სხვა კომპანიის მენეჯერად გადმოვიყვანოთ. პარტია „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და კოალიციას ვინმე „რესპუბლიკელი“, თუნდაც უსუფაშვილი ვერ გაუძღვება.

 

 

მე შევთავაზე ორი ვარიანტი და ერთ-ერთი აარჩიე-თქო. პირველი: მე წამოვალ პარლამენტიდან, თუმცა მგონია, რომ კვირიკაშვილი უკეთესი პრემიერ მინისტრია და მე შესაძლოა პარლამენტში ვიყავი უკეთესი, თუმცა ერთი პირობით, რომ თქვენც ბრუნდებით ღია და აქტიურ პოლიტიკაში, თუნდაც კოალიციის პოლიტსაბჭოს რიგითი წევრის როლში. ჩემი პირობა ეს იყო - მე ვერ შევძლებ ამ ტვირთვის ზიდვას, ისევ მივალთ იქ, სადაც ვართ ახლა, ამიტომ თქვენც გადმოდგით ნაბიჯითქო. ამაზე უარი მივიღეთ - ვარიანტი არაა, მე არ დავბრუნდებიო. მაშინ მეორე ვარიანტი ვუთხარით - კი ბატონო, თქვენ თქვენი გუნდიდან შეარჩიეთ პრემიერ მინისტრი და იმ ორ ვარიანტში, რომელიც პირადად მე ვურჩიე, ერთ-ერთი ნამდვილად იყო გიორგი კვირიკაშვილი, თქვენ ჩაატარეთ რეფორმა თქვენს პარტიაში, თქვენ გააუმჯობესეთ თქვენი პარტია და ჩვენ დავრჩებით იქ, სადაც ვართ - ვიქნებით თქვენი პარტნიორები-თქო“, - განაცხადა დავით უსუფაშვლმა "საზოგადოებრივ მაწყებელზე", სალომე ასათიანის გადაცემაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი