ინტერენტსივრცეში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი ვრცელდება.
აუდიოჩანაწერი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, youtube-ზე არის ატვირთული და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.
ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა და არც ნიკა გვარამიას და არც პაატა ბურჭულაძეს არ გაუკეთებიათ აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი.
გთავაზობთ აუდიოჩანაწერის შინაარსს:
ნიკა გვარამია: არ ხართ აქეთ როგორც მივხვდი
პაატა ბურჭულაძე: არა, ვაშინგტონში ვარ
ნიკა გვარამია: ჰო, ვნახე დღეს. ძალიან ნირწამხდარი ვარ, რომ არ დაგიმალოთ იმიტომ, რომ თქვენი „გირჩელები“ გამოდგნენ და სათითაოდ დაწერეს, რომ „ოცნებასთან“ აპირებენ კოალიციაში ყოფნას და ეს თუ უნდა იყოს...
პაატა ბურჭულაძე: ვინ თქვა ეგა?
ნიკა გვარამია: ვახტანგ მეგრელიშვილმა და აყვა მთელი „გირჩი“, ძალიან დიდი ბოდიში და ეს თუ არის გეგმები კოალიციის, ძალიან ვწუხვარ მართლა. ოღონდ ჩვენი დამოკიდებულებაც ვერ იქნება იგივე, რაც იყო. ძალიან ვწუხვარ მართლა
პაატა ბურჭულაძე: ერთი ვერ გავიგე. ეს ხუმრობაა თუ სერიოზულად მეუბნები?
ნიკა გვარამია: რას ჰქვია ხუმრობა?! ჩემი „ფეისბუქის“ wall-ზე ვინმე შევიდეს, თუ ვინმეს იცნობთ და ნახავთ. ხვალ ვაკეთებ ამაზე უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის „გირჩის“, პირადად ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება, რომელმაც არ უარყო და მითხრა, ჰო, აბა რა ვქნათ, ჩვენ გვინდა ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულერთია ვისი მოკავშირეები ვიქნებითო და ჩვენთვის არ არის სულერთი, პირადად გეუბნებით ბატონო პაატა.
პაატა ბურჭულაძე: მეც პირდაპირ გეუბნები. თუ სწორად გავიგე ახლა, ეს არის ძალიან, ძალიან, ძალიან...
ნიკა გვარამია: ეს ის არის, რაც თქვეს და აჰყვა ჩემთვის ძალიან გასაკვირად თქვენი ბიჭი პაპვა, რომელიც მართლა ძალიან კარგი იყო და ძალიან მესიმპატიურებოდა. მან მითხრა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმე ვაკეთოთო. ივანიშვილთან საქმის კეთებას თუ საქმის კეთება ჰქვია, კი ბატონო, მაშინ ჩვენც გვექნება ჩვენი შეფასებები, პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ისეთი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეულია. ივანიშვილთან მოთანამშრომლეებისთვის ჩვენ არ ვართ ღია თანამშრომლობისთვის. რომ არ გეწყინოთ მერე, მე თქვენ ძაან მიყვარხართ, პირადად გცემთ პატივს
პაატა ბურჭულაძე: რა უნდა მეწყინოს. მაგაზე მეტი საწყენი თქვენ მითხარით, ახლა მეტს ვერაფერს ვეღარ ვიგებ. გავარკვევ ამას ყველაფერს
ნიკა გვარამია: თქვენ დაგელოდებით. თქვენებთან მქონდა ურთიერთობა, „გირჩი“ ჩემთვის მეასეხარისხოვანია, მაგრამ ახლა, სადაც ჯანდიერია, სადაც თქვენ ხართ და ა.შ. ახლა იმ ხალხთან დაკავშირებით ეგეთი ხალხი როა, რომელიც ამბობს, რომ ბიძინასთან ერთად ერთ მთავრობაში უნდა ვიყო იმიტომ, რომ მინისტრობა მინდაო, ნუ ეგ ჩვენთვის პასუხია ბევრ შეკითხვაზე
პაატა ბურჭულაძე: ახლა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ჩემი განცხადებები თქვენ იცით, როგორც რას ვიძახი. მე თუ ვისთან ვრჩები...
ნიკა გვარამია: მე ვიცი ბატონო პაატა. თქვენდამი ჩემი დამოკიდებულებაც იცით თქვენ. ახლა იმიტომ გირეკავთ თქვენ ჯერ
პაატა ბურჭულაძე: ჰოდა, ამიტომაც, მოდი, ნუ ვიჩქარებთ რა. მაცადე მე დღეს.
ნიკა გვარამია: დღეს მე არაფერს არ ვაკეთებ, ვაპირებ ხვალ ამის გაკეთებას, რომ იცოდეთ და თქვენც დაგირეკავთ და სატელეფონო ჩანაწერი მოგვეცით თქვენც იმიტომ, რომ ახლა ეს კოალიცია იმის არის, რომ ერთი პოზიცია იყოს ხო?! ახლა ნაწილი კოალიციის ივანიშვილთან იქნება და მეორე ნაწილი არა, ეგრე არ ხდება არსად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.